მიხეილ სააკაშვილს კოვიდ 19 არ დაუდასტურდა, თუ პენიტენციური სამსახური ისევ არ ცრუობს  

0
228

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

“საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გაცნობებთ, რომ მსჯავრდებულ მ. სააკაშვილის ჩატარებული PCR ტესტის შედეგად კოვიდ-19 არ დაუდასტურდა.

ინფორმაციისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებულ მ.სააკაშვილს დაწესებულების სხვა მსჯავრდებულებთან შემხებლობა არ აქვს და მისი

უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცულია, პრევენციის მიზნით, დღეს 15 ნოემბერს მ. სააკაშვილს, PCR ტესტირება ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითია.” – ნათქვამია ინფორმაციაში

მესამე პრეზიდენტის კოვიდინფიცირების საშიშროება მას შემდეგ დადგა, რაც გაირკვა, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოს ხელმძღვანელს კოვიდ 19  დაუდასტურდა.  

 

წინა სტატიამიშა სააკაშვილს საუკეთესო შვილი გაუზრდია – გია ხუხაშვილი. ელენე ხოშტარია, ჟურნალისტები
შემდეგი სტატიაიან კელი: ხელისუფლების რეალური მოტივი არის მესამე პრეზიდენტის ფუნდამენტური უფლებების უარყოფა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური