მიხეილ სააკაშვილი ადასტურებს, რომ არაერთხელ ჰქონდა კონტაქტი გლდანის ციხის უფროსთან, რომელიც კოვიდინფიცირებულია

0
262

ადვოკატებმა, რომელთაც დღეს პრეზიდენტი სააკაშვილი ციხეში მოინახულეს, აცხადებენ,  რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გართულებულია, აქვს დაბალი წნევა, დაცლილია ენერგიისგან, უჭირს გადაადგილება და ლაპარაკი.

მათი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს დღეს დილით აუღეს პისიარ ტესტი, რომლის პასუხი ხვალ 16 ნოემბერს გვეცოდინება.

ეს საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გლდანის ციხის უფროსი კოვიდინფიცირებულია. მიხეილ სააკაშვილი ადასტურებს, რომ არაერთხელ ჰქონდა კონტაქტი  მასთან

პენიტენციური სამსახური ხან უარყოფს, ხან ადასტურებს  ინფორმაციას, რომ ციხის ჯალათს   დავით დარასელიას კოვიდი ჭირს 

“ტვ პირველმა” გლდანის ციხის N18-ე სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანელის, დავით დარასელიას,= შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვება შეძლო.

წყარო “პირველებს” უყვება, რომ დარასელიას კორონავირუსი ოფიციალურად მიმდინარე წლის 12 ნოემბერს, 14:00 საათზე, დაუდასტურდა.

მეტიც, როგორც “ტვ პირველს” უყვებიან, ციხის საავადმყოფოს ხელმძღვანელის მონაცემები დაავადებათა კონტროლის ერთიან ბაზაში კორონადადებითი სტატუსით არის შეყვანილი, თუმცა ამის მიუხედავად იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციური სამსახურის პრესსამსახურები დავით დარასელიას covid 19-ით ინფიცირების ფაქტს ჯიუტად არ ადასტურებენ.

გლდანის ციხის უფროსი სამსახურში ბოლო რამდენიმე დღეა, არ გამოჩენილა. უწყებაში გაავრცელეს ვერსია, რომ დავით დარასელიამ ცხვირის ოპერაცია გაიკეთა. 

,,ბოლო ბოლო ჩამოყალიბდით,კოვიდი ჭირს თუ ცხვირის ოპერაცია გაიკეთა?
ისე პერედოზი რომ ემართებოდა გურიაში,სამხარეოს უფროსს გიგა ჯაფარიძეს გამოყავდა მდგომარეობიდან!” – სვამს კითხვას ელისო კილაძე
წინა სტატიაის შავი კაცი ვინ იყო? – კახა კუჭავამ განაცხადა, რომ ოპოზიციის 4 წევრმა მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა თხოვა
შემდეგი სტატიაკუჭავამ რომ შიშველმაც ირბინოს რუსთაველზე, არანაირი ეფექტი არ ექნება – გიგი უგულავა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური