კუჭავამ რომ შიშველმაც ირბინოს რუსთაველზე, არანაირი ეფექტი არ ექნება – გიგი უგულავა

0
217

,,ბაზრის ,,რაზვოდჩიკივით” იქცევა”- ასე აფასებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა, პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას სკანდალურ განცხადებას.

უგულავას თქმით, ქვეყნის ერთ-ერთი უმაღლეს თანამდებობის პირმა უნდა დააკონკრეტოს, ვინ იყო ოპოზიციიდან მისული მასთან მოსალაპარაკებლად.

გიგი უგულავას მთვლის, რომ კახა კუჭავას ოპოზიციაში განხეთქილების შემოტანა სურს და ამიტომაც არარეალურ ინფორმაციას აჟღერებს.

ელემენტარული ეთიკა და ზრდილობა მოითხოვს, როდესაც ნომინალურად მაინც ხარ პარლამენტის თავმჯდომარე, ასე მოსკოვის ვაგზლის ,,რაზვოდჩიკივით” არ უნდა იქცეოდე. ასე შემოაგდო თემა, უჩინმაჩინის ქუდით ხომ არ იყვნენ მისული, მინიმუმ უნდა თქვას, ვინ იყო მასთან მისული. ასე ხომ არ თქვეს, ოთხნი ვართო, ვიღაცა დეპუტატები იტყვნენ, ხომ? უნდა დაასახელოს კუჭავამ, მე ამას ვერ ვივარაუდებ. 

ასე იციან ოლიგარქებმა, ,,რაზვოდჩიკობა”. განხეთქილების შემოგდება უნდათ. ივანიშვილი ვაგზლის ,,რაზვოდჩიკია”, რაც ასწავლა ,,ოცნებას” მაგით მუშაობენ. რომელი თავმოყვარე პარლამენტის წევრი, ან პარლამენტის თავმჯდომარე გააკეთებს ასეთ განცხადებას? 4 კაცი იყო ჩემთან მოსულიო. საიდან მოვიდნენ, ბატონო კახა, უკანა კარიდან, თუ საკვამურიდან ჩამოვიდნენ? 

არა თუ განხეთქილების შემოტანა შეუძლია კუჭავას განცხადებას, არამედ, შიშველმაც რომ იარბინოს კუჭავამ რუსთაველზე, არანაირი ეფექტი არ ექნება. არარაობაა, სჯობს, საქმეს მიხედოს. კუჭავას ნათქვამს ,,ოცნებისთვის” და ქართული საზოგადოებისთვისაც ნულოვანი ფასი აქვს – აცხადებს გიგი უგულავა.

წინა სტატიამიხეილ სააკაშვილი ადასტურებს, რომ არაერთხელ ჰქონდა კონტაქტი გლდანის ციხის უფროსთან, რომელიც კოვიდინფიცირებულია
შემდეგი სტატიაშეაყარე კედელს … (ანუ თალაკვაძეს) ცერცვი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური