„გირჩი – მეტი თავისუფლების“ თბილისის ოფისის სადარბაზოში უცნობმა პირებმა ნაგავი დაყარეს

0
183

ოპოზიციური პარტიის, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ თბილისის ოფისის სადარბაზოში, უცნობმა პირებმა ნაგავი დაყარეს და კედლებზე დატოვეს წარწერები „მონა“.

გვიან ღამით მომხდარი ფაქტის ამსახველი ფოტოები პარტიის ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ ფეისბუკით გაავრცელა. ჯაფარიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიმართავს: „უფანტაზიო ავადმყოფები ხართ. პლიუს სულელები, თუ 1% შანსს მაინც უშვებთ რომ ამით ჩვენ გაგვაჩერებთ“.

ჯაფარიძე იმასაც წერს, რომ შენობა, სადაც პარტიის ოფისია, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და კონდიციონერის დადგმის უფლება არ მისცეს, ახლა კი ნახეთ,  „ამ მართლა ვანდალებმა რა დღეში ჩააგდეს“.

წინა სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: მიხეილ სააკაშვილი უნდა უზრუნველყონ იმ სამედიცინო მომსახურებით, რომელსაც მისი ექიმები ითხოვენ
შემდეგი სტატიაადამიანის წამება და მასზე ზემოქმედება სამედიცინო მანქანაში გაუგონარი ველურობაა – ჯიშკარიანი სააკაშვილის გადაყვანაზე რუსთავიდან გლდანში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური