გიორგი კვირიკაშვილი: მიხეილ სააკაშვილი უნდა უზრუნველყონ იმ სამედიცინო მომსახურებით, რომელსაც მისი ექიმები ითხოვენ

0
200

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი უნდა უზრუნველყონ იმ სამედიცინო მომსახურებით, რომელსაც მისი ექიმები ითხოვენ. ამის შესახებ მან Facebook-პოსტში ისაუბრა.

განცხადებაში ის, ასევე, აღნიშნავს, რომ ღირსების შემლახველი ვიდეო კადრების მოხვედრა ღია საეთერო სივრცეში, განსაკუთრებით კი რუსულ ტელეარხებზე “ატეხილი ხორხოცი”, თითოეული ქართველის შეურაცხყოფაა და დამაზიანებელია, როგორც ქვეყნისთვის, ასევე ხელისუფლებისთვის.

კვირიკაშვილმა ისაუბრა იმაზეც, რომ პატიმრის სარკასტული ქილიკი არ არის თავსებადი ქართულ და ზოგადად კავკასიურ ადათ-წესებთან

,,ასევე, ვფიქრობ, რომ პატიმარი სააკაშვილი სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს იმ სტანდარტის სამედიცინო მომსახურებით, რომელიც მოთხოვნილია მისი მკურნალი ექიმების მიერ. ეს, უპირველეს ყოვლისა, ქართული ოცნების ხელისუფლების და შემდგომ ქვეყნის ღირსების საკითხია, ვინაიდან, როგორადაც არ უნდა ვაფასებდეთ მიხეილ სააკაშვილს პირადად და მის პოლიტიკურ მემკვიდრეობას, ის მაინც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტია”, — წერს კვირიკაშვილი.

განცხადების პირველ ნაწილში კვირიკაშვილი მიხეილ სააკაშვილის, როგორც პოლიტიკოსს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ის “უმძიმესი მემკვიდრეობა”, რომელიც მან დატოვა, არა მხოლოდ ქვეყნის მართვის, არამედ პოლიტიკაში ყოფნის “მორალურ უფლებასაც” კი არ უნდა უტოვებდეს მას და მის მიმდევრებს.

” ნაციონალური მოძრაობის და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მემკვიდრეობა უმძიმესია ჩვენი ქვეყნისთვის, მასში აღმართებს (რომლებიც უდავოდ იყო) ბევრად ჭარბობს დაღმართები, რომელთა შორის ყველაზე, ყველაზე მძიმე მაინც გახლავთ ის, რომ ამ პოლიტიკურმა ძალამ ვერ ააცილა ქვეყანას რუსული ოკუპაცია.

საქართველოს არ დაუწყია ომი რუსეთთან, რუსეთის ფედერაცია პასუხისმგებელია იმ უბედურებაზე, რაც დაატრიალა და რასაც აგრძელებს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ხელისუფალი, ყოველთვის უნდა ფასდებოდეს შედეგით, და ის უმძიმესი მემკვიდრეობა, რომელიც მან დატოვა, არათუ ქვეყნის მართვის, არამედ პოლიტიკაში ყოფნის მორალურ უფლებასაც კი არ უნდა უტოვებდეს მას და მის მიმდევრებს, აღარაფერს ვიტყვი “ქართული სახელმწიფოს დამფუძნებლობის” აშკარად არაჯანსაღ ამბიციაზე”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

” მე პირადად არაერთხელ გამომითქვამს პრეტენზია ჯერ კიდევ პრემიერობისას, როდესაც მძიმე წარსულის მქონე მოსამართლეები უვადოდ გაამწესეს, და ეს პროცესი დღესაც გაუგონარი სიჯიუტით გრძელდება), არამედ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერაც. გამოძიების პროცესის და შინაარსის შეფასებაში ჩართული იყვნენ მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე პროკურორები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ისრაელიდან” — აცხადებს ის.

წინა სტატია82 ადამიანი გარდაიცვალა, 1 820 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატია„გირჩი – მეტი თავისუფლების“ თბილისის ოფისის სადარბაზოში უცნობმა პირებმა ნაგავი დაყარეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური