მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,გადაიყვანეთ სააკაშვილი კლინიკაში! მე გაჩერებას არ ვაპირებ და, სანამ ...

,,გადაიყვანეთ სააკაშვილი კლინიკაში! მე გაჩერებას არ ვაპირებ და, სანამ აღარ იქნება თირკმლის გაჩერების რისკი, გადასხმებსაც შევაჩერებ” – ელენე ხოშტარია

Published on

დროას ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც უკვე მე-13 დღეა შიმშილობს, საკუთარ Facebook გვერდზე წერს, რომ ექიმის თქმით, მის ორგანიზმში დაიწყო ინტოქსიკაცია და თუ ამ ეტაპზე რეგულარულ გადასხმებს არ გაიკეთებს, ექიმის თქმით, თირკმელი ვერ გაუძლებს.

ელენე ხოშტარიას განმარტებით, ამიტომაც დათანხმდა გადასხმებს და როცა აღარ იქნება თირკმლის გაჩერების რისკი, გადასხმებს შეაჩერებს.

“გუშინ ექიმმა გააკეთა განცხადება ჩემ ჯანმრთელობაზე, რომ ცოტა დამძიმდა მდგომარეობა. მოკლედ, ექიმმა მითხრა, რომ ორგანიზმში დაიწყო ინტოქსიკაცია და თუ ამ ეტაპზე რეგულარულ გადასხმებს (მედიკამენტოზურს და არა საკვები, ეს გამორიცხულია) არ გავიკეთებ, თირკმელი ვერ გაუძლებს. შემომთავაზა ჰოსპიტალიზაცია, ამაზე უარს ვამბობ.

აქედან გამომდინარე დავთანხმდი ამ ეგაპზე გადასხმებს, როდესაც თირკმელის გაჩერების რისკი მოიხსნება, შევაჩერებ გადასხმებს.

თავს ვგრძნობ კარგად. ვარ ძალიან შემართებით, წამი არ ყოფილა, რომ ვიტანჯებოდე. დღეს წარმატება ჩემ მეგობრებს აქციაზე! გადაიყვანეთ სააკაშვილი კლინიკაში! მეგაჩერებას არ ვაპირებ!”. – წერს ელენე ხოშტარია.

მოძრაობა დროას ლიდერი ელენე ხოშტარია უკვე მე-13 დღეა შიმშილობს. ის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვს.

სიახლეები

მიხეილ ყაველაშვილმა 159 პირი შეიწყალა

ოლიგარქის პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 პირი შეიწყალა. არიან თუ არა შეწყალებულთა შორის...

რეზო კიკნაძე-ისეთია ხალხია ციხეში, თავს დამნაშავედ ჩავთვლი, გარეთ რომ ვიყოთ ჩვენ

რეზო კიკნაძემ სინდისის პატიმრების მშობლებს დაურეკა, რომლებიც დილიდან გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან იმყოფებიან და ყაველაშვილის...

მეუფე იაკობი “ოცნებას” მოუწოდებს, დაიწყოს შერიგების პროცესი ეკლესიის შუამავლობით

ბოდბელმა მიტროპოლიტმა წმინდა სტეფანე ხირსელის სახელობის მამათა მონასტერში ქადაგებისას ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე ისაუბრა. მეუფე...

იტალიამ რუსეთიდან გამოსული გემი დააკავა, რომელმაც, სავარაუდოდ, სანქციების რეჟიმი დაარღვია

იტალიის ფინანსურმა პოლიციამ 17 იანვარს შავი ზღვის რუსული ტერიტორიული წყლებიდან ბრინდიზის პორტში შესული გემი...