ევროპარლამენტარების განცხადება: საჭიროა ბატონი მიხეილ სააკაშვილის ღირსების პატივისცემის, უსაფრთხოების და სამართლიანი სასამართლოს უფლებების პატივისცემა

0
272

ევროკავშირის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე, ევროპარლამენტარი მარინა კალიულანდი და ევროპარლამენტში საქართველოზე მომხსენებელი, ევროპარლამენტარი სვენ მიკსერი საქართველოს სახალხო დამცველთან დაკავშირებით ერთობლივ მოხსენებას ავრცელებენ.

“ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს სახალხო დამცველის ოფისის მუშაობას, რომელიც გადამწყვეტ როლს ასრულებს ქართულ საზოგადოებაში. ქალბატონი ნინო ლომჯარია და მისი ოფისი იმსახურებენ ქებას მათი სამსახურისთვის, შეშფოთებას იწვევს თავდასხმები მათ დამოუკიდებლობაზე, მიუხედავად იმისა რომელი მხრიდან მოდის ისინი.

ჩვენ მხედველობაში მივიღეთ ქალბატონი ნინო ლომჯარიას განცხადებები, ბატონი მიხეილ სააკაშვილის ღირსების პატივისცემის, უსაფრთხოების და სამართლიანი სასამართლოს უფლებების პატივისცემის საჭიროებაზე და მის N18 პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოში გადაყვანის გარემოებებთან დაკავშირებით. ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მოვლენების განვითარებას ვაკვირდებით და ველით, რომ მისი უფლებები იქნება დაცული.” – ნათქვამია განცხადებაში.

წინა სტატია16 ნოემბერს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესია ჩანიშნული
შემდეგი სტატიანიკა მემანიშვილი: ვევედრები ღმერთს არ დავემსგავსო მათ, ვისაც დღეს შეუძლიათ ადამიანურად მოქცევა და ამას არ აკეთებენ… გადაიყვანეთ!”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური