დღეს ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოში განვითარებული მოვლენებსა და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იმსჯელებენ

0
323

დღეს, 15 ნოემბერს, ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს.  სხვა აქტუალური საკითხების გარდა მინისტრები საქართველოში განვითარებული მოვლენებისა და მოშიმშილე პატიმრის, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზეც იმსჯელებენ.

ამის შესახებ ჟურნალისტებს შეხვედრის წინ ლიეტუვის საგარეო საქმედა მინისტრმა, გაბრიელუს ლანსბერგისმა უთხრა:

„საქართველოში განვითარებული სიტუაცია შეუმჩნეველი არ დარჩება. ცხადია მსჯელობის საგანი იქნება ყოფილი პრეზიდენტის, ბატონ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომაროების გაუარესება და მისთვის შესაძლო დახმარების აღმოჩენასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის რეაქცია“, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელმა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს დაწყების წინ.

წინა სტატიაუკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მკაცრი პოზიცია დააფიქსირა და საქართველოს მთავრობას შესაბამისი ნოტაც გაუგზავნა
შემდეგი სტატიასაპატრიარქოში მიტროპოლიტ ნიკოლოზს ახლა შეფარვით უტევენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური