მთავარისიახლეებიმსოფლიოამერიკამ რუსეთს „სილა გააწნა“ - აშშ-ის სამხედრო გემები შავ ზღვაში

ამერიკამ რუსეთს „სილა გააწნა“ – აშშ-ის სამხედრო გემები შავ ზღვაში

Published on

ნოემბერში აშშ-ისა და ნატოს მისამართით კვლავ გაისმა მორიგი ბრალდებები. მოსკოვი ალიანსს „პროვოკაციაში“ ადანაშაულებს შავ ზღვაში ამერიკული სამხედრო გემების შესვლის გამო. ნატოში აცხადებენ, რომ საქმე ეხება რეგიონში სამხედრო გემების გეგმურ შესვლას შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. რაში მდგომარეობს რუსეთის პრეტენზიების არსი?

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა 11 ნოემბერს განაცხადა, რომ მოსკოვი „მართლა შეშფოთებული იმით, რაც ხდება შავი ზღვის რეგიონში“. მისი სიტყვებით, შავ ზღვაში „იზრდება შეტაკების რისკი“.

„ეს უწყვეტი პროვოკაციები, რომლებსაც ახორციელებენ შეერთებული შტატები, ნატოში მათი მოკავშირეები და ამ სახელმწიფოების ზოგიერთი კლიენტი რეგიონში. ეს ცეცხლთან თამაშია, ესაა მცდელობა, გამოცადონ ჩვენი სიმტკიცე,“ მოჰყავს ტასს რიაბკოვის სიტყვები.

ამ განცხადებამ გაიჟღერა შავ ზღვაში იმ ამერიკული სამხედრო ხომალდების გადაადგილების ფონზე, რომლებიც ახლახან შევიდნენ ბათუმის პორტში, მანამდე კი ორმხრივი წვრთნები ჩაატარეს ბულგარეთისა და თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების გემებთან ერთად.

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...