ადამიანის წამება და მასზე ზემოქმედება სამედიცინო მანქანაში გაუგონარი ველურობაა – ჯიშკარიანი სააკაშვილის გადაყვანაზე რუსთავიდან გლდანში

0
199

ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ამბობს, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის დროს რეანიმობილი სადამსჯელო მიზნით იყო გამოყენებული, რაც, მისი თქმით, კატეგორიულად დაუშვებელია. „დილის საუბრებში“ მარიამ ჯიშკარიანი აღნიშნავს, რომ ნორმალურ ქვეყანაში ამ ფაქტზე პროკურატურას გამოძიება უნდა ჰქონდეს დაწყებული.

გადაცემაში მან თქვა, რომ სამედიცინო მანქანაში მოხდა ადამიანის წამება და მასზე ზემოქმედება. „ეს არის გაუგონარი ველურობა, რაც 21-ე საუკუნეში დღეს საქართველოში ხდება“

„ყველა საერთაშორისო სტანდარტით და ჩვენი კანონმდებლობითაც კატეგორიულად აკრძალულია, რომ საერთოდ სამედიცინო პერსონალი და სამედიცინო ტექნიკა გამოყენებული იყოს არა სხვა მიზნით, რაც ემსახურება ადამიანის ჯანმრთელობას. და იქ გათიშეს ვიდეოები ამ რეანიმობილში, ანუ მოტყუებით, როდესაც გადაჰყავდათ, ამაში მონაწილეობდა სამედიცინო პერსონალი.

ახლა წესით, ნორმალურ ქვეყანაში პროკურატურას გამოძიება უნდა ჰქონდეს დაწყებული უფლებამოსილების გადამეტების მუხლით და სასწრაფო დახმარების სამსახურის ხელმძღვანელობა უნდა აძლევდეს ჩვენებას. ეს ბრიგადა, რეანიმობილის ბრიგადა უნდა იყოს დაკითხული, როგორც მინიმუმ გამოკითხული და ამაზე რეაგირება უნდა მიდიოდეს“, – განაცხადა „დილის საუბრებში“ მარიამ ჯიშკარიანმა.

წინა სტატია„გირჩი – მეტი თავისუფლების“ თბილისის ოფისის სადარბაზოში უცნობმა პირებმა ნაგავი დაყარეს
შემდეგი სტატიაპენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილს სასამართლო სხდომაში დისტანციურ მონაწილეობას სთავაზობს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური