“3 დღეა თითქმის არ ავმდგარვარ საწოლიდან… აქციის შემყურეს ისეთი ენერგია მომეცა, რომ საკანში ადგილს ვერ ვპოულობ” – მიხეილ სააკაშვილის წერილი ციხიდან

0
234

3 დღეა თითქმის არ ავმდგარვარ საწოლიდან და თქვენი ასეთი მძლავრი სოლიდარობის აქციის შემყურეს ისეთი ენერგია მომეცა, რომ საკანში ადგილს ვერ ვპოულობ და ერთი კუთხიდან მეორეში დავდივარ, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილშია ნათქვამი. ის ოპოზიციის მიერ დღეს გამართულ აქციას ეხმაურება. 

მიხეილ სააკაშვილის წერილს უცვლელად გთავაზობთ:

ჩემო თავდადებულო გმირო მეგობრებო, დიდი მადლობა იმისათვის, რომ მიუხედავად დაშინებისა, რომელიც არ შეწყვეტილა ტელევიზიით, მიუხედავად საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მთელი მათი ძალის გამოყვანისა, სამუშაო დღეს ამდენი გამოხვედით და ასეთი სულისკვეთებით. 

3 დღეა თითქმის არ ავმდგარვარ საწოლიდან და თქვენი ასეთი მძლავრი სოლიდარობის აქციის შემყურე, თქვენი შეძახილების განსაკუთრებით “საქართველო, საქართველო” გამგონე (რა თქმა უნდა, მადლობელი ვიყავი ჩემი სახელის სკანდირებაზეც), ისეთი ენერგია მომეცა, რომ საკანში ადგილს ვერ ვპოულობ და ერთი კუთხიდან მეორეში დავდივარ. 

დღეს საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ გამარჯვება სულ ახლოსაა. დიდება თავისუფლებას!, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

წინა სტატიაშეაყარე კედელს … (ანუ თალაკვაძეს) ცერცვი
შემდეგი სტატიაედუარდ სააკაშვილი: ის, რაც ახლა ხდება, გასცდა თუნდაც პოლიტიკურ მართლმსაჯულებას და გადაიქცა ძალიან საშიშ და მახინჯ ანგარიშსწორებად
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური