16 ნოემბერს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესია ჩანიშნული

0
239

ხვალ, 16 ნოემბერს, 11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესია ჩანიშნული

როგორც ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მედიასთან განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასწრების ეშინიათ და სავარაუდოდ, ხვალაც ეცდებიან მიზეზად კვლავ „სუს-ის მითიური გამოძიება და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოიტანონ“. 

როგორც ის აღნიშნავს, აღნიშნულ საქმეზე უკვე თითქმის ერთი თვეა მიხეილ სააკაშვილს წარუდგინეს ბრალდება და ამ დრომდე პროცესის დანიშნვა ჭიანურდებოდა.

ადვოკატის შეფასებით, ამ საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება და ხვალინდელი პროცესი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდისტულ მიზნებს. სინამდვილეში კი  ხელისუფლების დისკურსია, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ ტყვეობაში, აბსოლუტურ იზოლაციაში იმყოფებოდეს, რომ საზოგადოებისთვის მიმართვის შესაძლებლობა არ ჰქონდეს.

„ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, როგორ ცდილობს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს არ მიეცეს შესაძლებლობა, სასამართლოს წინაშე წარსდგეს და საჯარო, ღია პროცესზე ისაუბროს. მათ ეშინიათ მისი საზოგადოების წინაშე გამოჩენის. ამისთვის აკეთებენ ყველა უკანონობას, სასამართლო იქცა სუს-ის ფილიალად. საზღვრის კვეთის საქმეზე უკვე ლამის ერთი თვეა მიხეილ სააკაშვილს წარუდგინეს ბრალდება, მაგრამ ამ დრომდე სსამართლოში არ წაუღიათ საქმე,  არ ჰქონდა შესაძლებლობა მიემართა ქართველი ხალხისთვის, საზოგადოებისთვის.

პროცესი ხვალ ჩანიშნეს და ეცდებიან მიზეზად კვლავ მოიტანონ სუს-ის მითიური გამოძიება და  მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

მისთვის წარდგენილი ბრალდება და ამ საქმეზე ხვალინდელი პროცესი ემსახურება მხოლოდ და  მხოლოდ პროპადისტულ მიზნებს. მათ  აქვთ შიში მიხეილ სააკაშვილის პროცესზე დასწრების და არც ხვალინდელ პროცესზე არ ეცდებიან მის  მოყვანას. იგი .  უაღრესად ჯანმრთელიც რომ ყოფილიყო  ამ პერიოდის მანძილზე მოიმიზეზებდნენ სხვა რამეს და  არ წარმოადგენდნენ სასამართლოში.

ხელისუფლების დისკურსი არის, რომ მიხეილ სააკაშვილიიმყოფებოდეს პოლიტიკურ ტყვეობაში, აბსოლუტურ იზოლაციაში, რომ მას არ ჰქონდეს საზოგადოებისთვის მიმართვის შესაძლებლობა.” – განაცხადა ბექა ბასილაიამ

 

 

წინა სტატიაუილიამ კორტნი: “ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს სინდისის პატიმრად აქცევს” |
შემდეგი სტატიაევროპარლამენტარების განცხადება: საჭიროა ბატონი მიხეილ სააკაშვილის ღირსების პატივისცემის, უსაფრთხოების და სამართლიანი სასამართლოს უფლებების პატივისცემა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური