ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა სააკაშვილთან შესახვედრად ჩამოვიდა

0
317

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საქართველოშია. ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ღამით ჩამოფრინა. მედიასთან ევროპარლამენტარს ვრცელი კომენტარი არ გაუკეთებია. ანა ფორიგას ჩამოსვლის მიზანი პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულებაა.

“გთხოვთ გამიგოთ, მესმის თქვენი ინტერესი, მაგრამ მნიშვნელოვანი მისია მაქვს და შეხვედრების შემდეგ გავაკეთებ კომენტარს”, – თქვა ანა ფოტიგამ.

როდის შდგება შეხვედრა და შეძლებს თუ არა ევროდეპუტატი საპატიმროში დაუბრკოლებლად შესვლას, ჯერ უცნობია. ისინი უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც აპირებენ შეხვედრას

ანა ფოტიგასთან ერთად მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას სხვა ევროპარლამენტარებიც გეგმავენ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი 43 დღეა შიმშილობს. 11 ნოემბერს, სტრასბუგრის სასამართლოს მოწოდების შემდეგ, მან მზაობა გამოთქვა პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა შეწყვიტოს, ოღონდ გარკვეული დათქმებით.

წინა სტატიადაუშვებელია, ასე მოექცე შენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, საერთოდ ადამიანს – ლუკ კოფი
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილთან გლდანის ციხეში ამერიკელი ადვოკატი შევიდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური