საქართველოს მეოთე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი “ტვიტერზე” პასუხობს იმ რუსებს, რომლებიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის გლდანის ციხის საავადმყოფოში ძალის გამოყენებით შესახლებაზე იცინიან და ქილიკობენ:
„იმ რუსებს, ვინც იცინიან მესამე პრეზიდენტის შეურაცხყოფის კადრებზე: დიახ, ეს ქართველებმა გააკეთეს, მაგრამ ამ ქართველებს თქვენ უხდით! დანარჩენ საქართველოს კი აერთიანებს ზიზღი იმ ოპრიჩნინის მიმართ, რომელიც უცხოა ჩვენი ამაყი და თავისუფლების მოყვარე ხალხისთვის“ – ტვიტერზე წერს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი.