დაუშვებელია, ასე მოექცე შენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, საერთოდ ადამიანს – ლუკ კოფი

0
275

“დაუშვებელია, ასე მოექცე შენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტს. საერთოდ, დაუშვებელია, ასე მოექცე ადამიანს!” – ასე ეხმაურება იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის ძალადობრივად გადაყვანის კადრების გავრცელებას “Heritage Foundation”-ის ანალიტიკოსი, ლუკ კოფი.

მან პოსტი Twitter-ზე გამოაქვეყნა.

This is no way to treat the 3rd president of your nation.

In fact, this is no way to treat a fellow human. https://t.co/rrQol7LQgT

— Luke Coffey (@LukeDCoffey) November 11, 2021
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი 43 დღეა შიმშილობს. 11 ნოემბერს, სტრასბუგრის სასამართლოს მოწოდების შემდეგ, მან მზაობა გამოთქვა პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა შეწყვიტოს, თუმცა გარკვეული დათქმებით. მიხეილ სააკაშვილი ითხოვს, დაუყოვნებლივ გადაიყვანონ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში, სადაც შესაბამის სამედიცინო დახმარებას გაუწევენ.

წინა სტატია77 გარდაცვლილი და 4 445 ახალი შემთხვევა – 12 ნოემბრის კოვიდსტატისტიკა
შემდეგი სტატიაევროპარლამენტარი ანა ფოტიგა სააკაშვილთან შესახვედრად ჩამოვიდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური