77 გარდაცვლილი და 4 445 ახალი შემთხვევა – 12 ნოემბრის კოვიდსტატისტიკა

0
256

საქართველოში კორონავირუსის 4 445 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 77 ადამიანი, 3 508 კი გამოჯანმრთელდა.

დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 50 782 კვლევა, აქედან 30 215 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 20 567 ​PCR-ით. 11 ნოემბერს აიცრა 7 103 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 8,75%-ია, ბოლო 14 დღის – 10,02%-ია, 7 დღის – 10,06%.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

თბილისი – 2 450 შემთხვევა;
აჭარა – 788;
იმერეთი – 1 100;
ქვემო ქართლი – 530;
შიდა ქართლი – 311;
გურია – 345;
სამეგრელო – ზემო სვანეთი – 776;
კახეთი – 469;
მცხეთა-მთიანეთი – 99;
სამცხე-ჯავახეთი – 159;
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 76.
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 56 164 აქტიური შემთხვევაა. 6 856 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 660, აჭარაში – 612, იმერეთში – 1 430. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 657 პირი, მათ შორის, თბილისში – 636, აჭარაში – 127, იმერეთში – 502. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 360 პირი, მათგან თბილისში – 206, აჭარაში – 36, იმერეთში – 31.

1 324 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 864 – თბილისში, 269 – აჭარაში. 47 984 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 55 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 55, ხოლო აჭარაში – 0. თვითიზოლაციაში იმყოფება 50 601 ადამიანი.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 775 826 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 708 820 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 10 816 კი გარდაიცვალა.

 

წინა სტატიასამი თვის მათე ტაბატაძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება
შემდეგი სტატიადაუშვებელია, ასე მოექცე შენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, საერთოდ ადამიანს – ლუკ კოფი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური