“წამიყვანეთ უკან რუსთავის ციხეში”- პენიტენციური მიხეილ სააკაშვილის მორიგ პირად კადრებს ასაჯაროებს

0
334

პენიტენციური სამსახური მორიგ ვიდეოკადრებს ასაჯაროებს და ინფორმაციას ავრცელებს, სადაც ვკითხულობთ:

“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ ვიდეოკადრებს, რომელიც ასახავს პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებას მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან მე-18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. კადრებში ნათლად ჩანს, როგორ არ ემორჩილება დაწესებულების თანამშრომლების კანონიერ მითითებებს, იქცევა აგრესიულად და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს.” ვკითხულობთ განცხადებაში.

ბრეგაძის უწყებამ დღეს უკვე გაავრცელა მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ვიდეოკადრების პირველი ნაწილი, რომელიც გლდანის ციხის საავადმყოფოში, მესამე პრეზიდენტის ძალის გამოყენებით გადაყვანას ასახავს.

წინა სტატიაეს კადრები არ არის უწყვეტი და მთავარი ძალადობის ნაწილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, არის ამოჭრილი – ნიკა გვარამია
შემდეგი სტატია“ნახევრადშიშველი, გამხეცებული სააკაშვილი…” – ტელეარხი “როსია” გლდანის ციხის კადრებს ატრიალებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური