მთავარისიახლეებიოპოზიციის აქციებზე დაკავებულების ნაწილი რეგიონების იზოლატორებში გადაიყვანეს

ოპოზიციის აქციებზე დაკავებულების ნაწილი რეგიონების იზოლატორებში გადაიყვანეს

Published on

ოპოზიციის მიერ გამართულ საპროტესტო აქციებზე დაკავებული პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო აქტივისტების ნაწილი რეგიონების წინასწარი დაკავების იზოლატორებში გადაიყვანეს.

გორის წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან მოთავსებული ბესო გაზდელიანი, დავით ტყებუჩავა და ირაკლი კვარაცხელია. ისინი ადგილზე გვიან ღამით მიიყვანეს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ადვოკატები და ოჯახის წევრები მათ ადგილსამყოფელს ვერ ადგენდნენ.

მათ მოსანახულებლად იზოლატორში ცოტა ხნის წინ მივიდა ადვოკატი, რომელიც ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფებს ბრალდებას სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ. დაკავბულებს პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და ხულიგნობას ედავებიან.

“არანაირი წინააღმდეგობის გაწევას ადგილი არ ჰქონია. ზოგიერთ მათგანს უბრალოდ უკნიდან მიეპარნენ და მოიტაცეს. დიდი ხნის განმავლობაში არც იცოდნენ ახლობლებმა, სად ჰყავდათ ეს ადამიანები მოთავსებული. ხელისუფლება გვეუბნება, რომ ხმის ამოღებისთვის, პოზიციის დაფიქსირებისთვის გვსჯიან”, – თქვა ადვოკატმა ლიკა ტურაშვილმა.

რაც შეეხება სხვა დაკავებულებს, გვიან ღამით ხაშურის იზოლატორში გადაიყვანეს ზვიად კუპრავა, გოგა ონიანი და ბონდო თევდორაძე. გარდა ამისა, საგარეჯოს იზოლატორში არიან მოთავსებული დავით ნებიერიძე, ბადრი შუბლაძე და მურმან დუმბაძე. ნებიერიძემ პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო.

ცნობისთვის, გუშინ ოპოზიციამ საპროტესტო აქციები ერთდროულად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებთან გამართა. აქციებზე პოლიციამ ჯამში 46 ადამიანი დააკავა.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...