“ნახევრადშიშველი, გამხეცებული სააკაშვილი…” – ტელეარხი “როსია” გლდანის ციხის კადრებს ატრიალებს

0
424

“სასწრაფოდ! ახალი კადრები თბილისიდან, გლდანი, სადაც ნახევრადშიშველი სააკაშვილი, ხელ-ფეხის გაკავებით შეჰყავთ სამედიცინო პალატაში, გამხეცებული სააკაშვილი ლეწავს სამედიცინო აპარატურას და იწევს დაწესებულების თანამშრომლებისკენ”, – ასეთი კომენტარებით ვრცელდება ტელეარხ “როსიაზე” გლდანის ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილის ძალადობრივი გზით შესახლების კადრები. 

“60 წუთის” წამყვანი ოლგა სკაბეევა კადრების კომენტირებისას ამბობს ფრაზებს: “სამხედრო დამნაშავე სააკაშვილი”, “სადაა დაკლებული 20 კილოგრამი? უზარმაზარი მუცელი აქვს”, “სააკაშვილმა ისევ ყველა მოატყუა”(შიმშილობის კონტექსტში,-რედ.). 

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში ძალის გამოყენებით შესახლების კადრები პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა. 

წინა სტატია“წამიყვანეთ უკან რუსთავის ციხეში”- პენიტენციური მიხეილ სააკაშვილის მორიგ პირად კადრებს ასაჯაროებს
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი შიმშილობას წყვეტს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური