“მოვუწოდებ ყველას, პატივი სცენ სტრასბურგის გადაწყვეტილებას და იმოქმედონ რაც შეიძლება სწრაფად, რათა ის შესრულდეს.” – კარლ ჰარცელი

0
291
epa05131170 The assembly hall in the European Court of Human Rights in Strasbourg, France, 28 January 2016. EPA/PATRICK SEEGER

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი მიესალმება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით დროებითი ზომის მიღებაზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს გადაწყვეტილებას.

“სტრასბურგის გადაწყვეტილებას, შეასრულოს თავისი როლი ამ საკითხში, ძალიან მივესალმები. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია და იმედია, ეს იქნება დამაიმედებელი პირველი ნაბიჯი მოვლენების უფრო შეთანხმებული განვითარებისა” – თქვა ჰარცელმა.

ჰარცელის შეფასებით, სტრასბურგის გადაწყვეტილების მიერ დაყენებული მოთხოვნები, რომლებიც მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილის შეწყვიტოს შიმშილობა, მოუწოდებს მთავრობას უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება ციხეში და გაუწიოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება შიმშილობის შემდეგ გამოჯანმრთელების პერიოდში და ასევე შეატყობინოს სასამართლოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, არის ბალანსირებული მიდგომა. ევროკავშირის ელჩი ყველას მოუწოდებს სცენ გადაწყვეტილებას პატივი.

“მოვუწოდებ ყველას, პატივი სცენ ამ გადაწყვეტილებას და იმოქმედონ რაც შეიძლება სწრაფად, რათა ის შესრულდეს.” – თქვა ჰარცელმა.

ჟურნალისტებთან საუბრისას, ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი ძალიან ახლოდან აკვირდება მიხეილ სააკაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს და ყურადღებით უსმენს სამედიცინო კონსილიუმის, სახალხო დამცველის და სახელმწიფო ინსპექტორის შეფასებებს

წინა სტატია,,თუ მართლა გიჟი არ ხარ და სამოქალაქო დაპირისპირება არ გინდა ქვეყანაში და მართლა ვინმეს დავალებას არ ასრულებ, ეს კადრები რატომ უნდა დადო, მე არ მესმის – ზურაბ ჯაფარიძე
შემდეგი სტატიასულ ტყუილად გგონიათ,რომ ამ კადრების გავრცელებით რაიმე ღირსება შეელახა სააკაშვილს – ოპოზიცია იუსტიციის სამინისტროს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური