მთავარისიახლეებიმიშას გადაყვანა მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში შენი დაბადების დღის საჩუქარი ყოფილიყოს - სანდრა...

მიშას გადაყვანა მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში შენი დაბადების დღის საჩუქარი ყოფილიყოს – სანდრა რულოვსი გიული ალასანიას დაბადების დღეს ულოცავს

Published on

“მიშას გადაყვანა მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში შენი დაბადების დღის საჩუქარი ყოფილიყოს”, – ასე მიმართავს სანდრა რულოვსი გიული ალასანიას. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.

ხვალ ჩემი დედამთილის, გიული ალასანიას დაბადების დღეა. მეტირება როდესაც ვფიქრობ მის განცდებზე: ერთადერთი შვილი უდანაშაულოდ ზის ციხეში და ელემენტარული უფლებებისთვის იბრძვის: სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება! ხვალ ასევე ჩვენი ოჯახის დიდი მეგობრის, გელა ჩარკვიანის დაკრძალვაზე მისვლას აპირებს, რაც ასევე უმძიმეს გულისტკივილს წარმოადგენს.

გიული უძლიერესი ქალია და ძალიან ბევრი რამ ძალიან ღირსეულად გადაიტანა. ამ ბოლო დროს ის მე მაწყნარებს როცა მიჭირს: შენც ჩემი შვილი ხარ, სანდრა, გაძლიერდი! გილოცავ გიული, სულით და გულით! მიშას გადაყვანა მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში შენი დაბადების დღის საჩუქარი ყოფილიყოს!, – წერს სანდრა რულოვსი.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...