მთავარისიახლეები77 გარდაცვლილი და 4 563 ახალი შემთხვევა - 11 ნოემბრის კოვიდსტატისტიკა

77 გარდაცვლილი და 4 563 ახალი შემთხვევა – 11 ნოემბრის კოვიდსტატისტიკა

Published on

საქართველოში კორონავირუსის 4 563 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 77 ადამიანი, 4 744 კი გამოჯანმრთელდა.

დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 49 334 კვლევა, აქედან 29 214 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 20 120​ ​PCR-ით. 10 ნოემბერს აიცრა 6 356 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 9,25%-ია, ბოლო 14 დღის – 9,98%-ია, 7 დღის – 10,19%.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

თბილისი – 1 832 შემთხვევა;
აჭარა – 133;
იმერეთი – 711;
ქვემო ქართლი – 362;
შიდა ქართლი – 423;
გურია – 84;
სამეგრელო – ზემო სვანეთი – 311;
კახეთი – 448;
მცხეთა-მთიანეთი – 118;
სამცხე-ჯავახეთი – 104;
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 37.
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 55 304 აქტიური შემთხვევაა. 6 864 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 650, აჭარაში – 604, იმერეთში – 1 448. მძიმე პაციენტია 1 676 პირი, მათ შორის, თბილისში – 643, აჭარაში – 124, იმერეთში – 511. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 363 პირი, მათგან თბილისში – 210, აჭარაში – 36, იმერეთში – 29.

1 291 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 824 – თბილისში, 286 – აჭარაში. 47 149 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.​ საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 54 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 54, ხოლო აჭარაში – 0. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 43 894 ადამიანი.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 771 381 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 705 312 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 10 739 კი გარდაიცვალა.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...