მთავარისიახლეები"თვალწინ მიკლავენ ერთადერთ შვილს... დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ეს სიცოცხლე" - გიული ალასანია

“თვალწინ მიკლავენ ერთადერთ შვილს… დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ეს სიცოცხლე” – გიული ალასანია

Published on

მივმართავ ყველას, დამეხმარეთ, დაგვეხმარეთ… ნუ დაუშვებთ, რომ მოგვიკლან თვალწინ ადამიანი, რომელმაც შეგვიქმნა სახელმწიფო, წარმატებული სახელმწიფო შეგვიქმნა, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს.

უმძიმესი მდგომარეობა მაქვს. თვალწინ მიკლავენ ერთადერთ შვილს.. მივმართავ ყველას, დამეხმარეთ, დაგვეხმარეთ. მივმართავთ კიდევ ერთხელ ყველას, ნუ დაუშვებთ იმას, რომ მოგვიკლან ასე თვალწინ ადამიანი, რომელმაც შეგვიქმნა სახელმწიფო, წარმატებული სახელმწიფო შეგვიქმნა. რა არის მისი დანაშაული? ის, რომ უყვარს თავისი ქვეყანა, ის რომ არის თავისი ქვეყნის პატრიოტი, რამაც ჩამოიყვანა თავის ქვეყანაში ყველაფრის მიუხედავად, ამ საშიშროების მიუხედავად, რომელიც ნათელი იყო რომ ელოდება. ძირითადი მისი დანაშაული ვიცით რა არის, რომ 2008 წელს მან უბრძოლველად არ ჩააბარა თავისი საყვარელი ქვეყანა აგრესორს, რომელმაც მანამდე მოასწრო მიიტაცა ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი.

ძალიან გთხოვთ. ვიცი, ყველაფერი კეთდება. ყველა ადამიანი აკეთებს შესაძლებელსა და შეუძლებელს, მაგრამ, როგორც ჩანს, უფრო მეტია საჭირო. გადავარჩინოთ ეს სიცოცხლე. ძალიან გთხოვთ, – ამბობს გიული ალასანია.

მიხეილ სააკაშვილი “ოცნების” ხელისუფლებამ 2021 წლის 1 ოქტომბერს დააკავა. ის უკვე 41-ე დღეა, შიმშილობს.

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...