იმ 46 აქტივისტს შორის, ვინც თბილისში, ე.წ. მოდულის შენობასთან და ჯანდაცვის სამინისტროს შენობასთან აქციების დროს დააკავეს, არის თენგიზ გუნავა – ევროპული საქართველოს წარმომადგენელი და სამეგრელოს სამხარეო პოლიციის უფროსი.
თენგიზ გუნავას გარდა, დაკავებული არიან რომეო ფარულავა, გიორგი ონიანი, ბადრი შუბლაძე, ბორის ჩელე ყურუა და სხვები.
შსს ადასტურებს, რომ ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევისთვის სულ 46 პირი დააკავა: პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, პოლიციის შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის.
კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან მყისიერად იქნება აღკვეთილი – შსს