მთავარისიახლეებიპოლიტიკასამოქალაქო აქტივიზმით გამორჩეული აფხაზეთიდან დევნილის მადლობა მიხეილ სააკაშვილს

სამოქალაქო აქტივიზმით გამორჩეული აფხაზეთიდან დევნილის მადლობა მიხეილ სააკაშვილს

Published on

“ალბათ ამ პოსტის დრო დადგა …” – ასე იწყებს ფეისბუქზე სტატუსს აფხაზეთიდან დევნილი თამარ ბჟანია, ამჟამად კერძო, მცირე ბიზნესით დაკავებული გოგო, რომელიც საზოგადოებამ ანტიოკუპაციური აქტივიზმით, პერფორმანსებით და ერთკაციანი აქციებით დაიხსომა. 
“რისთვის ვუხდი მადლობას მიშას Mikheil Saakashvili და შემსრულებელთა გუნდს?
რომ არა ის ცვლილებები, რაც სააკაშვილის და შემსრულებელთა გუნდის მოსვლის შემდეგ განხორციელდა საქართველოში, ალბათ დღეს საქართველოში მე არ ვიქნებოდი.
როდესაც 98 წელს მე და ჩემი ოჯახი ჩამოვედით საქართველოში არასოდეს არ ვიფიქრებდი, რომ აქ ცხოვრება მომინდებოდა!
2005 წელს დავბრუნდი მუხლებიდან ფეხზე დაყენებულ ქვეყანაში!
დღესაც ვსარგებლობ სააკაშვილის და შემსრულებელთა გუნდის შექმნილ ეკონომიკურ სისტემით, რომელიც ხელს მიწყობს ბიზნესში.
მადლობა საქართველოს ჭაობიდან ამოყვანისთვის. მადლობა საქართველოში დაბრუნებისთვის. მადლობა რომ მასწავლე უნივერსიტეტში საქართველოს სახელით უცხო ქვეყანაში სახელმწიფო ხაზით. მადლობა შესაძლებლობებისთვის რომელიც მაქვს ჩემს ქვეყანაში”, – წერს თამარ ბჟანია. 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...