მთავარისიახლეებიპოლიტიკაკრიმინალები გადაყლაპავენ რკინის საგნებს და "რეზბალნიცაზე" გადაყვანას მოითხოვენ - ელისო კილაძე

კრიმინალები გადაყლაპავენ რკინის საგნებს და “რეზბალნიცაზე” გადაყვანას მოითხოვენ – ელისო კილაძე

Published on

გაზეთ ქრონიკა პლიუსის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე “ქართული ოცნების” ახალ გეგმას ასაჯაროვებს და წერს, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოში, ე.წ. რეზბალნიცაზე მიხეილ სააკაშვილის მოტყუებით გადაყვანის კვალდაკვალ, იქ სხვადასხვა დანაშაულისთვის მსჯავრდებულთა გადმოყვანა იგეგმება, რომლებიც, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

ელისო კილაძე იმ გეგმაზეც წერს, თუ რა სქემით აპირებს ხელისუფლება პატიმრების გადაყვანას ციხის საავადმყოფოში:

“ყურადღება:
კრიმინალური ოცნების ახალი გეგმა-ათამდე კრიმინალი ეტაპიბრივად ,შეგნებულად გადაყლაპავს რკინის საგნებს და მოითხოვს რეზბალნიცაზე გადაყვანას !
რეზბალნიცაზე კარმუშკებიც ღიაა და რამდენიმე პატიმრის კარიც !
იგეგმება მიხეილ სააკაშვილზე თავდასხმა !”, – წერს ელისო კილაძე. 
ჟურნალისტმა გლდანის ციხეში მიხეილ სააკაშვილის მიმართ პატიმრების მხრიდან ფსიქლოგიურ ზეწოლაზეც ისაუბრა:

 

“ციხეში შინაგანაწესის მიხედვით 10 საათზე აქრობენ შუქებს, გუშინ 12 საათზე გაჩირაღდნებული იყო ყველა ფანჯარა და პატიმრები ნიშნის მიღების შემდეგ იწყებდნენ გინებას”, – თქვა ელისო კილაძემ. 

შეგახსენებთ, სახალხო დამცველმაც არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, პატიმრებს წინასწარ მიეწოდებოდათ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ შედის ციხეში:

“ვერ გამოვრიცხავ იმას, რომ ეს შეიძლება, ყოფილიყო გარკვეული ჯგუფის პატიმრების მხრიდან ორგანიზებული და კოორდინირებული, თუმცა მე ამის მტკიცებულებები არ მაქვს, ერთადერთი, რაც შეიძლება ვთქვა: სრულიად შეფუთული შევდივარ მე პირადად ციხეში. რამდენიმე წამი დამჭირდა, სანამ შევიდოდი მანქანიდან მე-18 დაწესებულებაში, ალბათ და ამ რამდენიმე წამის განმავლობაში ჩემს გვარსაც სკანდირებდნენ. რა თქმა უნდა, ეჭვებს აჩენს, როგორ შეიძლებოდა, ეს დაეფიქსირებინათ ისე, რომ ეს არ ყოფილიყო კოორდინირებული, ან წინასწარ ორგანიზებული”,- თქვა ნინო ლომჯარიამ “ფორმულასთან”. 

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...