მთავარისიახლეებიპოლიტიკაКГБ-ს მეთოდები აქციაზე აქტიურთა წინააღმდეგ - სოცქსელებში პოლიცია მილიციას შეადრეს

КГБ-ს მეთოდები აქციაზე აქტიურთა წინააღმდეგ – სოცქსელებში პოლიცია მილიციას შეადრეს

Published on

სოციალურ ქსელ ფეისბუქზე აქტიურად ვრცელდება სსრკ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მიერ საბჭოთა მილიციისთვის შემუშავებული კონკრეტული წესები, რომლებიც აქტუალური გახდა სსრ კავშირში ე.წ. გარდაქმნის დაწყებიდან, როცა მთელი საბჭოეთი ეროვნული თვითგამორკვევის განხრით დაწყებულმა საპროტესტო აქციებმა მოიცვა.
“დღეს მილიციის დღეა – სსრკ-ში აღნიშნავდნენ.
ის მეთოდები, რითაც კონკრეტულად დღეს პოლიცია მოქმედებს, КГБ-ს მიერ მილიციისთვის შემუშავებული წესებიდანაა, “გარდაქმნის” გარიჟრაჟიდან:
“აქციების დაწყებამდე სახეზე, ჩაცმულობაზე იმახსოვრებთ აქტიურ პირებს, რომლებსაც:
*აქვთ რუპორი
*იძლევიან მითითებებს
*ჟესტიკულაციკს მიხედვით ანაწილებენ ადამიანებს
*რომლებიც გახსოვთ წინა აქციებიდან
*დგებით ცოცხალ ჯაჭვში იმ კოლეგებთან ერთად, ვინც იცის, ვინაა მოსაშორებელი აქციიდან
*დგახართ მშვიდად, ახლოს დასაკავებელ ობიექტთან
*როგორც კი ობიექტი ყურადღებას მოადუნებს, კოლეგებთან ერთად იწყებთ მოქმედებას, სტაცებთ ხელს ობიექტს და გადმოითრევთ
* მკაფიოდ უნდა განსაზღვროთ ერთობლივი მოქმედების და მოულოდნელობის ეფექტები”, – წერს “ფეისბუქზე” რამდენიმე მომხმარებელი და ირონიულად, პოლიციელებს “საბჭოთა მილიციის დღეს” (აღინიშნებოდა 10 ნოემბერს) ულოცავს. 

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...