გიგი უგულავა სასამართლო დარბაზიდან გააძევეს

0
268

7 ნოემბრის საქმის ერთ-ერთი ბრალდებული გიგი უგულავა მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გააძევა.

როგორც საქალაქო სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა სხდომის საჯაროობასთან და მიხეილ სააკაშვილის დასწრებასთან დაკავშირებით და ამაზე მისი რეაქციის შემდეგ გამოაძევეს.

„ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა, რომ „პირველმა არხმა“ სიგნალი აწიოს და ყველა მსურველ ტელევიზიას მიეცეს ამ სიგნალის გაშვების შესაძლებლობა. სასამართლომ იმსჯელა და უარი თქვა. სასამართლომ გვითხრა, რომ პროცესი არ უნდა იყოს საჯარო. აქ სასამართლომ გვითხრა, რომ მას ფეხზე ჰკიდია. „პირველი არხის“ ჟურნალისტმა განუმარტა და უთხრა, რომ ამ მასალის ტარებას და შემდეგ გაშვებას უნდა დრო, შეუძლებელია, მაგრამ მოსამართლისთვის მთავარი არის პროკურორის მითითება. პროკურორმა ჯარჯიმ უთხრა – არა, ესე იგი, არა. ამასთან, ჩვენ დავაყენეთ საკითხი, რომ მხარეს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს. არსად დედამიწის ზურგზე არ ხდება, რუსეთშიც არ ხდება, რომ სასამართლოზე მოსვლა უნდა პატიმარს და უარს ეუბნები“,- განაცხადა გიგი უგულავამ.

ცნობისთის, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას მიხეილ სააკაშვილი არ ესწრება.

წინა სტატია“მალე გამოვალ, ხელწერილით…” – თენგიზ გუნავას პირველი კომენტარი დაკავების შემდეგ
შემდეგი სტატია“დაელოდებიან მიხეილ სააკაშვილის კრიტიკულად დამძიმებას” – ბექა ბასილაია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური