მთავარისიახლეები"დაზიანებები აქვს სხეულის სხვადასხვა ნაწილში" - ნიკოლოზ ყიფშიძე

“დაზიანებები აქვს სხეულის სხვადასხვა ნაწილში” – ნიკოლოზ ყიფშიძე

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს სხეულის სხვადასხვა ნაწილში დაზიანებები აღენიშნებოდა. განცხადება ყიფშიძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა, რომელსაც ექსპერტიზა ამ წუთებშიც უტარდება.

ჟურნალისტებთან საუბრისას ნიკოლოზ ყიფშიძეს არ დაუკონკრეტებია, რა ნაწილში და რა სახის დაზიანებები აღენიშნება მესამე პრეზიდენტს.

​”გარეგანი დათვალიერება უტარდება, დაზიანებები აქვს… უფრო მეტ ინფორმაციას მოგაწვდიან კომისიის წევრები. სხვადასხვა ნაწილში აქვს დაზიანებები, მე შევამჩნიე ჩემი თვალით, ეს დაზიანებები ასევე აღბეჭდილი იყო ფოტოსურათებში”, – თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, ის კვლავ სუსტად არის. დღეს მას ტესტებიც ჩაუტარდა, რომელმაც აჩვენა, რომ გარკვეულ ნაწილებში მდგომარეობა გაუარესებულია. ნიკოლოზ ყიფშიძის რეკომენდაციით, მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ კლინიკაში დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ.

“სუსტად არის, მაგრამ ძალიან ემზადებოდა დღევანდელ სასამართლოზე გამოსვლისთვის, ფიქრობდა, რომ მისცემდნენ უფლებას, მაგრამ არ გამოვიდა, ძალიან უკმაყოფილოა… მედიკამენტებს არ იღებს, ტესტები ავიღეთ, გარკვეული ნაწილი ტესტების უარესია…

მდგომარეობა არ არის კარგი, ასე გაგრძელება შეუძლებელია, ჩემი რეკომენდაციაა, რომ რაც შეიძლება სწრაფად გადავიყვანოთ ისეთ მრავალპროფილურ კლინიკაში, სადაც შესაძლებელი იქნება მისი მკურნალობა, ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება”,-თქვა მან.

ცნობისთვის, გლდანის ციხეში მიხეილ სააკაშვილს ექსპერტიზა უტარდება. საქმე ეხება მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში მოტყუებითა და იძულებით გადაყვანას, ასევე მასზე განხორციელებულ ძალადობას.

საგამოძიებო მოქმედებები, გუშინ 9 ნოემბერს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა გუშინ ვერ მოხერხდა, ვინაიდან დაცვის მხარის თქმით, მესამე პრეზიდენტთან კომუნიკაცია შესაბამისი არ იყო.

სიახლეები

აშშ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს

ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთის მოქალაქეებისთვის აშშ-ის კუნძულოვან ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს. გადაწყვეტილება მას შემდეგ...

საია: პარტიების აკრძალვა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში წონად საფუძვლებს მოითხოვს

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" აქვეყნებს მიმოხილვას - პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს...

ანა წითლიძე პლენუმს: ილია გზას აირჩევთ თუ ბერბიჭაშვილების, ეს თქვენი გადასაწყვეტია

"ჩვენ გვყავდა ანწუხელიძეც და სერგო ორჯონიკიძეც, ჩვენ გვყავდა ილია და გვყავდა ბერბიჭაშვილებიც. რომელ გზას...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო...