მთავარისიახლეებიყოველდღე იქნება სხვადსხვა ფორმის მზარდი, ორგანიზებული აქციები - ნიკა მელია

ყოველდღე იქნება სხვადსხვა ფორმის მზარდი, ორგანიზებული აქციები – ნიკა მელია

Published on

ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა და საპროტესტო აქციის მონაწილეებთან ერთად მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიიდან იუსტიციის სამინისტროსთან გადაინაცვლეს.

ისინი იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესთან ითხოვენ შეხვედრას და პასუხების გაცემას გუშინ გავნითარებულ მოველენებზე, როდესაც მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოტყუებით და ძალის გამოყენებით რუთავის ციხიდან გლდანის მე-18 დაწესებულების საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ცოტა ხნის წინ მთავრობის ადმინისტრაციასთან მცირედი დაძაბულობა იყო. აქციის მონაწილეებს, რომლებსაც მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან შესასვლელი პერიმეტრი ჰქონდათ გადაკეტილი, სამართალდამცველებმა ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. პოლიციელებმა მათ გარკვეული გაფრთხილება მისცეს, რომ შესაძლოა მათ ძალა გამოეყენებინათ, თუმცა ამის შემდეგ აქციის მონაწილეები იუსტიციის სამინისტროსკენ გაემართნენ.

“იუსტიციის სამინისტროსთან აქცია ჯერ კიდევ გუშინ დავააანონსე, დაგეგმილი გვქონდა 10 საათზე. ჩვენი ამოცანა არ არის პოლიციელებთან დაპირისპირება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არიან ანგაჟირებულები და ძნელად თუ უწოდებ მათ დიდ ნაწილს პოლიციას. ბევრი მათგანი ტყვეობაშია, რა მნიშვნელობა აქვს, ნებით თუ უნებლიეთ, მაგრამ არიან შემსრულებელი რეჟიმის.

შეჭრის ამოცანა არ არსებობს, ამაში დარწმუნდა ყველა, რაც არ უნდა პროვოკაციები მოეწყოთ, რაც არ უნდა ხაფანგები დაეგოთ, ჩვენ ეს გზა გავიარეთ. რთული, მაგრამ ისე, როგორც ეკადრება მართალ ხალხს.

ეს საპროტესტო მოძრაობა იქნება დინამიური ყოველდღე სხვადსხვა სახის, ფორმის, შინაარსის აქციები, მზარდი, ორგანიზებული, დისციპლინირებული, ყოველდღე რამდენიმე სხვადსხვა წერტილში, სხვადსხვა სამინისტროსთან გადაადგილებით, არასტატიკური. მოძრაობა და მოძრაობა, მანამ სანამ არ იქნება ძალიან სწრაფად მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი. ის არის გლდანის ციხეში მოთავსებული, იქ სადაც მოტყუებით და მოტაცებით გადაიყვანეს. იქ, სადაც მძიმე დანაშაულისთის იხდიან სასჯელს, დადგეს ის მიზანსცენა, რაც ვიხილეთ და ამ ყველაფერს სათანადო პასუხი გაეცემა”, – ამბობს ნიკა მელია.

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ “დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაც, რომელიც 7 დღეა შიმშილობს, საკმაოდ რთულია და მათთან დამოკიდებულებაში ნათლად ჩანს, რომ ხელისუფლებისთვის არაფერს ნიშნავს 2 ადამიანის სიცოცხლე.

სიახლეები

ფინანსური პოლიცია ჩიკვაიძისა და მისი ბიზნესპარტნიორის სახლებში შევიდა

გიორგი ჩიკვაძე ციხეში გადაჰყავთ, მის სახლში კი "პირველების" ინფორმაციით, ფინასური პოლიცია ჩხრეკაზე შევიდა. რას...

მოსკოვის ოლქსა და მოსკოვს უკრაინულმა დრონებმა შეუტიეს

მოსკოვის ოლქს უკრაინულმა დრონებმა შეუტიეს. რეგიონის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიოვის თქმით, ერთი ადამიანი დაიღუპა და...

გიორგი ჩიკვაიძე სასამართლო დარბაზში დააკავეს

გიორგი ჩიკვაძე სასამართლო დარბაზში დააკავეს - გადაწყვეტილება მოსამართლემ იზა კელენჯერიძემ გამოაცხადა. რაც შეეხება ჩიკვაიძის ბიზნესპარტნიორს,...

აშშ-ის სენატორებმა რიშმა და შაჰინმა MEGOBARI Act-ი წარადგინეს

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯიმ რიშმა და კომიტეტის წევრმა ჯინ შაჰინმა გასულ...