მთავარისიახლეები"გენინსპექციის საგამოძიებო დეპარტამენტი დღეს მტკიცებულებებს იპარავდა" - ნიკა გვარამია

“გენინსპექციის საგამოძიებო დეპარტამენტი დღეს მტკიცებულებებს იპარავდა” – ნიკა გვარამია

Published on

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ დღეს იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციის საგამოძიებო დეპარტამენტმა მტკიცებულებების მოპარვა სცადა.

კერძოდ, ნიკა გვარამია განმარტავს, რომ გენინსპექციის საგამოძიებო დეპარტამენტმა წინასწარ იცოდა, რომ ინსპექტორის წარმომადგენლები მტკიცებულებებისთვის მიხეილ სააკაშვილის ტანსაცმელი უნდა ამოეღოთ, თუმცა გენ.ინსპექციის საგამოძიებო დეპარტამენტი მიხეილ სააკაშვილთან წინასწარ შევიდა და მოტყუებით, მისი ტანსაცმელის გამორთმევა სცადა.

დღეს იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციის საგამოძიებო დეპარტამენტი იპარავდა მტკიცებულებას. მათ იცოდნენ, რომ ინსპექტორის წარმომადგენელი შემოდიოდა ტანსაცმლის ამოსაღებად, იმისთვის, რომ შემოწმდეს კვალი ამ ტანსაცმელზე. რა ქნა იუსტიციის სამინისტრომ, დაასწრო და დაიწყო ამოღების პროცესი. შეიყვანეს შეცდომაში სააკაშვილი, რომელსაც ეძინა და გააღვიძეს. ვიდეო თვითონ გვაჩვენეს, მაგრამ ვნახავთ, რამდენად ადეკვატურია იმ ვიდეოში სააკაშვილი, ნამძინარევია და თან აშკარად დასუსტებული.

სააკაშვილმა ჩათვალა, რომ ეს ინსპექტორის ხალხია და მოუწერა ხელი, გადააბარა ეს ტანსაცმელი და როგორც კი ტელევიზორში ნახა, რომ გარეთ ვდგავართ ჩვენ და ინსპექტორები, ჰკითხა თქვენ ვინ ხართო, იმათ უთხრეს, რომ იუსტიციის სამინისტროს გენინპსექცია ვართო, არც აცია და არც აცხელა, მთელი ეს ტანსაცმელი მას გამოართვა, წაართვა და აღარ შედგა ეს საპროცესო მოქმედება, – თქვა ნიკა გვარამიამ.

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...