მთავარისიახლეებიპოლიტიკასტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე დღევანდელ აქციას შეუერთდება

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე დღევანდელ აქციას შეუერთდება

Published on

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე დღეს  თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ აქციას შეუერთდება. მისი თქმით, აქციები და პროტესტი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა, რომელიც აუცილებლად გამოიყენონ მშვიდობიანი გზით ქვეყნის დასახსნელად სამოქალაქო დაპირისპირებისგან.

“ვითარება, რომელიც დღეს არის, შეუძლებელია ასე გაგრძელდეს. წარმოუდგენელია, ყოველ წუთს მძიმე ფიზიკური დაპირისპირების საფრთხის წინაშე ვიყოთ, ამიტომ ვაპირებთ მშვიდობიანად მივიღოთ მონაწილეობა აქციაში”, — აცხადებს ის.

გარდა ამისა, ვაშაძემ დღეს სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილების სტრატეგია წარადგინა.მისი განცხადებით, შექმნილ ვითარებაში გამოსავლის ძიება ყველას პასუხისმგებლობა და მოვალეობაა.

6 ნოემბერს რუსთავში მიმდინარე აქციაზე ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ნიკა მელიამ სააკაშვილის კლინიკაში გადასაყვანად ხელისუფლებას 24-საათიანი ვადა მისცა. თუმცა მელიას მიერ მთავრობისთვის მიცემული ულტიმატუმის დრო გუშინ ამოიწურა — ექსპრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში არ გადაუყვანიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს 8 საათზე თავისუფლების მოედანზე აქცია გაიმართება

სიახლეები

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრაქცია ხალხის მსახურის შეხვედრაზე მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა. ადგილობრივი მედიის ცნობით,...

კობახიძე უვიზოს შესაძლო შეჩერებაზე: ყველაზე მთავარი სიკეთე არის მშვიდობა და სტაბილურობა

ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ საქართველოში შენარჩუნებული იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. ყველაზე მთავარი...

დათაშვილი მოვინახულეთ, რეაგირებისთვის პროკურატურას და შსს-ს მივმართეთ – სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, აპარატის წარმომადგენლებმა 27 ივნისს საპატიმროში ნინო დათაშვილი მოინახულეს, რის შემდეგაც...

შსს-მ 3 პირი იარაღის უკანონო ტარების, წინააღმდეგობის გაწევისა და ცრუ ჩვენებისთვის დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის...