მთავარისიახლეებისააკაშვილი არის ფეიკი, მისი შიმშილობაც აღმოჩნდა ფეიკი - კობახიძე კადრებზე

სააკაშვილი არის ფეიკი, მისი შიმშილობაც აღმოჩნდა ფეიკი – კობახიძე კადრებზე

Published on

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, პენიტენციურის მიერ გავრცელებული კადრებით დამტკიცდა, რომ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა “ფეიკია”. მისი თქმით, ამ საკითხზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი იყო.

ირაკლი კობახიძე ოპოზიციის მიერ დღეს დაგეგმილ აქციასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ულტიმატუმები თავიანთვის შეინახონ.

“უტლიმატუმები თავისთვის შეინახონ. თუ ექნებათ რამე მცდელობა, გადადგან დესტრუქციული ნაბიჯები, მიიღებენ უმკაცრეს პასუხს. […] რა თქმა უნდა იყო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი ამ საკითხთან დაკავშირებით, ყველას აინტერესებდა შიმშილობდა თუ არ შიმშილობდა მიხეილ სააკაშვილი და ამ კითხვას ძალიან ნათელი პასუხი გაეცა, როგორც ყველაფერში, ამ შემთხვევაშიც სააკაშვილი არის ფეიკი, მისი შიმშილობაც აღმოჩნდა ფეიკი, ეს იყო მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის, საზოგადოებას აინტერესებდა ეს ყველაფერი და დარწმუნდა, რომ სინამდვილეში სააკაშვილის შიმშილობა არის ნამდვილი ფეიკი”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხეში უკვე 39 დღეა შიმშილობს. ცნობისთვის, პენიტენციურმა სამსახურმა კადრები გამოაქვეყნა და ამტკიცებს, რომ ვიდეომასალაში “მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ფაქტები” ჩანს.

სიახლეები

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია 5 დღიან პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია სამართალდამრღვევად ცნო და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო...

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ წევრი, ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა. გადაწყვეტილება მან ცოტა...

ჩორჩანას საქმე – მოსამართლე კურტანიძემ გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

ჩორჩანას საქმე - მოსამართლე დავით კურტანიძემ გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა....

პროკურატურა ირაკლი შაიშმელაშვილს და ნანა სანდერს 4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორებად ასახელებს

პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების ბრალდებაში ორგანიზატორებად გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი და...