მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ლელო" ხელისუფლებას მიმართავს, დაუყოვნებლივ დაიწყოს ოპოზიციასთან დიალოგი

“ლელო” ხელისუფლებას მიმართავს, დაუყოვნებლივ დაიწყოს ოპოზიციასთან დიალოგი

Published on

საპარლამენტო ოპოზიციური პარტია „ლელო“ მიიჩნევს, რომ საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეა, ამიტომ ხელისუფლებას მიმართავს, დაიწყონ დიალოგი სიტუაციის დეესკალაციის მიზნით.

პარტიის მიერ დღეს, 8 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ “ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილი დაძაბულობა პრეზიდენტ სააკაშვილის შიმშილობის ფონზე ყოველდღიურად მძიმდება. გახლეჩილ საზოგადოებაში ემოციები უკიდურესად მძაფრდება და სიტუაცია უკვე ფეთქებადსაშიშია. პროცესი აშკარად მიექანება ქაოსისა და სამოქალაქო დაპირისპირებისაკენ“.

„ლელოს“ თანახმად, “ამ ვითარებაში, რაც არ უნდა ღრმა იყოს პოლიტიკური და პერსონალური დაპირისპირება, ქართველი ერისა და ჩვენი საერთო სამშობლოს ინტერესებიდან გამომდინარე, ყველამ უნდა გამოვძებნოთ რესურსი გონივრული შემხვედრი ნაბიჯების გადასადგმელად”.

„ლელო“ მიმართავს ხელისუფლების წარმომადგენლებს, დაუყოვნებლივ დაიწყოს დიალოგი სიტუაციის დეესკალაციის კონკრეტული გზების მოსაძებნად, რადგან ყოველმა დაკარგულმა წუთმა შესაძლოა, დრამატულად შეცვალოს ქართული სახელმწიფოს ბედი. პარტია მზად არის დაუყოვნებლივ ჩაერთოს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგში.

სიახლეები

სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო

საქართველოს სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო. ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. მათივე...

აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები იწყება

უკრაინის დელეგაცია უკვე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება, სადაც 10–11 ნოემბერს ომის დასრულების გზებსა და...

5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვა საკონსტიტუციოში დღეს განახლდება

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეიდან 12:00...

მანანა ანდღულაძე მიხაილო პოდოლიაკის ძმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

მოძრაობა "სამოქალაქო საზოგადოების" ერთერთი დამფუძნებელი და ლიდერი მანანა ანდღულაძე ეხმიანება ცალკეული უკრაინული და ასევე,...