მთავარისიახლეებიპოლიტიკასალხინოში წირვას და ქადაგებას მრევლი არ დაესწრო - სახალხო პროტესტი მეუფე სტეფანისადმი

სალხინოში წირვას და ქადაგებას მრევლი არ დაესწრო – სახალხო პროტესტი მეუფე სტეფანისადმი

Published on

დღევანდელ წირვასა და ქადაგებას, რომელიც სალხინოში მეუფე სტეფანემ ჩაატარა, ადგილობრივი მრევლი არ ესწრებოდა. ქადაგებას მეუფე სტეფანეს მიერ ადგილზე მიყვანილი ჩოხოსნები ესწრებოდნენ.

ადგილობრივი მოსახლეობა, ვისაც მეუფე სტეფანე ეკლესიაში არ უშვებს, სალხინოს მონასტრის გარეთ დღეს ორ საათზე აპირებს შეკრებას.

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ განკვეთილ სასულიერო პირებს მონასტერი ძალის გამოყენებით დაატოვებინა.

სექტემბერში ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ მის მიერ ადრე დასჯილი და განყენებული სასულიერო პირები ეკლესიიდან საბოლოოდ განკვეთა. საქმე ეხება სასულიერო პირებს, რომლებიც მხარს განყენებულ მიტროპოლიტს, პეტრე ცაავას უჭერენ და სტეფანე კალაიჯიშვილის მმართველობას ეწინააღმდეგებიან.

რამდენიმე დღის წინ განკვეთილმა სასულიერო პირებმა საპატრიარქოსგან წერილი მიიღეს, რომ მონასტრის ტერიტორია უნდა დატოვონ, რის შემდეგაც ისინი კელიებიდან ძალის გამოყენებით გადაიყვანეს.

სიახლეები

უკრაინული დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა

უკრაინული დელეგაცია დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავა. ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ცნობით,...

ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმთან შეწყალების თხოვნას არ აპირებს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ნადირაძე საპატიმროდან მორიგ მიმართვას ავრცელებს. ნადირაძე...

ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო - მას მხარი 445-მა დეპუტატმა დაუჭირა. 5 პოლიტიკური...

სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

სტამბოლში, მალთეფეს რაიონში, შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ქვედა სამი სართული ჩამოინგრა. შემთხვევა 8 ოქტომბერს, გამთენიისას...