მთავარისიახლეებიპოლიტიკა"დაგვრჩა ერთი-ორი დღე მანამ, სანამ აღმოჩნდება რეანიმაციაში" - გიორგი ჩალაძე მიხეილ სააკაშვილზე

“დაგვრჩა ერთი-ორი დღე მანამ, სანამ აღმოჩნდება რეანიმაციაში” – გიორგი ჩალაძე მიხეილ სააკაშვილზე

Published on

“პრეკრიტიკული მდგომარეობა ნიშნავს, რომ მისი (მიხეილ სააკაშვილის) ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან მძიმდება და ჩვენ დაგვრჩა რამდენიმე საათი, მაქსიმუმ, ერთი-ორი დღე მანამ, სანამ მდგომარეობა დამძიმდება და სანამ მიხეილ სააკაშვილი აღმოჩნდება რეანიმაციაში”, – ამის შესახებ გიორგი ჩალაძემ განაცხადა.

გიორგი ჩალაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი არაფერს განსაკუთრებულს არ ითხოვს, იმიტომ რომ რასაც ის ითხოვს, არის მისი უფლება – მიიღოს სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურეობა. ჩალაძე ამბობს, რომ სამოქალაქო, მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანა არა აკვიატება, არამედ აუცილებლობაა.

ამ დროისთვის რუსთავის ციხეში იმყოფება მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...