მთავარისიახლეებიპოლიტიკა"არ ვიქნები ერთპარტიული მერი" - გიორგი ხარჩილავა

“არ ვიქნები ერთპარტიული მერი” – გიორგი ხარჩილავა

Published on

“არ ვიქნები ერთპარტიული მერი, არც მხოლოდ კოალიციის ყველაზე ფართე გაგებით, – წალენჯიხის ახლადარჩეული მერი, გიორგი ხარჩილავა პოსტს აქვეყნებს და მოუწოდებს ყველას ჩაერთონ იმ პროცესებში, რაც წალენჯიხის განვითარებას შეუწყობს ხელს.

 

“არჩევნები დამთავრდა. პროცესისთვის ჩვეული ემოციები გაილევა. უნდა გავიაზროთ და რეალობად ვაქციოთ შესაძლებლობები, რაც თქვენი არჩევანის შედეგმა უკვე მოიტანა. ეს არის მეტი, ბევრად მეტი, ვიდრე, ვიდრე ნებისმიერი სხვა შედეგის დროს წალენჯიხაში მოკლე და გრძელვადიან პერიოდებში შეიძლებოდა მიგვეღო..არ ვიქნები ერთპარტიული მერი, არც მხოლოდ კოალიციის ყველაზე ფართე გაგებით…

პატივი იქნება ჩემთვის თანამშრომლობის პროცესი შედგეს სრულიად, მთელი სისავსით, ყველა წალენჯიხელთან, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა. დღეიდანვე მოგიწოდებთ ჩავერთოთ ფართე, საქმიან, სფეროების მიხედვით მიზნობრივ, დისკუსიებში იმ პროცესებში, რაც ჩვენი მუნიციპალიტეტის გარშემო ძალიან წარმატებით შეგვიძლია განვავითაროთ! ბოლო წლები წალენჯიხა ჩვეულებრივი, რუტინული ცხოვრებით ცხოვრობდა! გარღვევის შანსია! შანსი თქვენ შექმენით! გავარღვიოთ!!!! პ.ს:ინიციატივების ფორმატზე აქვე შევთანხმდეთ!”– წერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე წალენჯიხაში გამარჯვებული მერი, გიორგი ხარჩილავა.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...