მთავარისიახლეებიპოლიტიკაშიმშილობის დროს, ლუცენკოს, ექიმებმა მინარევები გამოუწერეს და იანუკოვიჩსაც კი არ უკადრია, ეს...

შიმშილობის დროს, ლუცენკოს, ექიმებმა მინარევები გამოუწერეს და იანუკოვიჩსაც კი არ უკადრია, ეს კვებად ჩაეთვალა – ნონა წოწორია

Published on

ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ნონა წოწორია ეხმაურება პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელებას და უკრაინელი პოლიტიკოსის, შემდეგში უკვე გენპროკურორის იური ლუცენკოს შიმშილობას იხსენებს, რომელიც ასევე იღებდა ექიმების დანიშნულებით საკვებ მინარევებს და ევროსასამართლოს არ მიუჩნევია, რომ მან ამით შიმშილობა შეწყვიტა ან დაარღვია:

“ექიმებმა იური ლუცენკოს შიმშილობის დროს სპეციალური საკვები ნარევი გამოუწერეს და სითხის შემანარჩუნებელი თერაპია ჩაუტარეს. ევროსასამართლოს არ უთქვამს, რომ ამ პერიოდში მან შიმშილობა შეწყვიტა. იანუკოვიჩსაც არ უკადრია, რომ ეს კვებად ჩაეთვალა. საერთოდ არაფერს ვამბობ იმ ამორალურ საჯარო კამპანიაზე, რასაც ქართული ოცნების რეჟიმი აწარმოებს. არ მგონია, რომ ამას სადმე პრეცედენტი ჰქონდეს. შიმშილობის მართვაში ახალი, წამების ტოლფასი სტანდარტი დაადგინეს.”- წერს ნონა წოწორია. 

შეგახსენებთ, პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა სამედიცინო ოთახში მყოფი მიხეილ სააკაშვილის კადრები, სადაც ის ექიმების მიერ დანიშნულ მინარევებს იღებს, რაზე დაყრდნობითაც იუსტიციის მინისტრი ამტკიცებდა, რომ მესამე პრეზიდენტი საკვებს იღებს. ამ კადრების გავრცელებამდე სახალხო დამცველმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ თავად ციხის მედპერსონალის მიერ შედგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბრიდან უწყვეტად შიმშილობს. 

სააკაშვილი პირველი ოქტომბრიდან უწყვეტად შიმშილობს და არ იღებს არანაირ საკვებს – სახალხო დამცველი

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...