მთავარისიახლეებიპოლიტიკა"როცა გაუნძრევლად ვწევარ, შემოდიან და ამოწმებენ, ხომ არ მოვკვდი..." - მიშას დღიური...

“როცა გაუნძრევლად ვწევარ, შემოდიან და ამოწმებენ, ხომ არ მოვკვდი…” – მიშას დღიური “ნოდარ მელაძის შაბათში”

Published on

ტვ პირველის ჟურნალისტ გამომძიებელთა ჯგუფის გადაცემაში “ნოდარ მელაძის შაბათი” დღეს, 6 ნოემბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტის დღიურის ფრაგმენტები გამოქვეყნდება.
დღიურის ჩანაწერები რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას აღწერს.
„როცა ვიდეოკამერაში ხედავენ, რომ გაუნძრევლად დიდი ხნით ვწევარ, შემოდიან და ამოწმებენ, ხომ არ მოვკვდი უკვე”…
„ეს არის კლასიკური წამება…
მე ვიცი, რას დავუპირისპირდი – ბოროტებას, სუფთა სახით.. ბოროტებაა, როცა სხვას უსურვებ სიკვდილს”…
„ამასწინათ, ჩემმა მეგობრებმა დინამიკებიანი სატვირთო მანქანა მოაყენეს ციხეს და ჩემი საყვარელი სიმღერები – ცაბაძის, ლაღიძის, ლეგრანის, სტინგის, მომასმენინეს…
მე ავძვერი რადიატორზე, რათა უკეთესად გამეგონა”…
„ფანჯრიდან ჩემი გამოხედვის და ხელის დაქნევის შემდეგ, მგონი ციხის უფროსი მოხსნეს, ვინაიდან მას შემდეგ აღარ მინახავს”…
„ამდენ ლაყბობას, ერთხელ გამომიყვანონ ტელეკამერების წინ და ხალხი თვითონ მიხვდება ჩემს მდგომარეობას”…
„მე არ ვიცნობ ისტორიაში ასეთ მაგალითს, რომ რომელიმე ქვეყნის ხელისუფალს თავისი მოწინააღმდეგის ვიზუალის და ხმის ასე ეშინოდეს”…
TV-პირველი
„ნოდარ მელაძის შაბათის” ანონსიდან. გადაცემა გავა შაბათს, 20:00 საათზე.

სიახლეები

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია 5 დღიან პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია სამართალდამრღვევად ცნო და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო...

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ წევრი, ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა. გადაწყვეტილება მან ცოტა...

ჩორჩანას საქმე – მოსამართლე კურტანიძემ გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

ჩორჩანას საქმე - მოსამართლე დავით კურტანიძემ გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა....

პროკურატურა ირაკლი შაიშმელაშვილს და ნანა სანდერს 4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორებად ასახელებს

პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების ბრალდებაში ორგანიზატორებად გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი და...