მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი უნდა გადარჩეს! - ოპერის ვარსკვლავების მიმართვა პატრიარქსა და ხელისუფლებას

მიხეილ სააკაშვილი უნდა გადარჩეს! – ოპერის ვარსკვლავების მიმართვა პატრიარქსა და ხელისუფლებას

Published on

ოპერის ვარსკვლავების გიორგი გაგნიძისა და შალვა მუქერიას მიმართვაში პატრიარქისა და ხელისუფლებისადმი აღნიშნულია, რომ ისინი “დიდი ტკივილით” ადევნებენ თვალს იმ ტრაგიკულ მოვლენებს, რომლებიც მესამე პრეზიდენტის გარშემო ვითარდება.

“დიდი ტკივილით ვადევნებთ თვალყურს იმ ტრაგიკულ მოვლენებს, რომლებიც ვითარდება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გარშემო. ეს არის ისტორიული მომენტი, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის მომავალს, ქვეყნის, რომელშიც ჩვენი შვილები და შვილიშვილები იცხოვრებენ. ჩვენი სახელმწიფოს ბედი დღეს დამოკიდებულია ჩვენს ქმედებებზე და სიტყვებზე.

ჩვენ არ ვართ პოლიტიკოსები, ვართ მუსიკოსები, მაგრამ, წარმოვადგენთ საქართველოს მსოფლიოს საოპერო სცენებზე. დღეს კი, როგორც ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები, მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს და ყველა იმ ოფიციალურ პირს, ვისაც ეს ხელეწიფება, გულწრფელი თხოვნით, შეცვალონ სიტუაცია და არ დაუშვან საბედისწერო შეცდომა, გამოიჩინონ ჰუმანიზმი, ელემენტარული ადამიანობა და გადაარჩინონ საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე. ადამიანის ფუნდამენტური უფლება არის სიცოცხლის უფლება და თუ ჩვენ ამას არ ვაღიარებთ, მაშინ არ გვაქვს უფლება მივიჩნიოთ თავი ადამიანებად.

მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს გადაყვანილი კვალიფიცირებულ საავადმყოფოში. მიხეილ სააკაშვილი უნდა გადარჩეს! მხოლოდ გამოჯანმრთელების შემდგომ უნდა გამოცხადდეს ღია სასამართლოს წინაშე და აუხსნას თავის ხალხს ყველა ის ქმედება, რაშიც მას ადანაშაულებენ. უფრო მეტიც, თავად მიხეილ სააკაშვილი ითხოვს ღია სასამართლო პროცესის ჩატარებას.

ჩვენ მიგვაჩნია აუცილებელად მისთვის ასეთი შესაძლებლობის მიცემა. ჩვენ ყველას გვჭირდება მისი მოსმენა”, – აღნიშნულია ოპერის მომღერლების მიმართვაში.

სიახლეები

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...

უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...