მთავარისიახლეებიპოლიტიკა გვინდა, ხვალინდელი აქციით ვაიძულოთ ხელისუფლება სასწრაფოდ გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო...

 გვინდა, ხვალინდელი აქციით ვაიძულოთ ხელისუფლება სასწრაფოდ გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო სამედიცინო საავადმყოფოში

Published on

]ნიკა მელია მთავართან ინტერვიუში განმარტავს. თუ რატომ შეცვალა ოპოზიციამ გეგმა რუსთაველის გამზირზე შეკრებასთან დაკავშირებით. ოპოზიციას ხვალ, 6 ნოემბერს  აქციის გამართვა თბილისში ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა  შეკრება  მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიტანეს

,,სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მნიშვნელოვნად გაუარესებული და გვინდა, ხვალინდელი აქციით, რომელიც იქნება ძალიან დიდი და მზარდი, უწყვეტი, ვაიძულოთ ხელისუფლება და მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამაც დაინახოს, რომ არ არის სხვა ალტერნატივა, თუ არა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო სამედიცინო საავადმყოფოში გადაყვანის, უახლოეს პერიოდში. დრო იკარგება, დრო, რომელიც, შეიძლება, ქვეყნის მე-3 პრეზიდენტის სიცოცხლის ფასად დაგვიჯდეს.

თბილისში გასამართი აქცია, რა თქმა უნდა, ძალაში რჩება და ამ ყველაფერს იხილავს საზოგადოება.

უდიდესი სიყალბის დემონსტრირება მოახდინა ხელისუფლებამ  – 30 ოქტომბერს ძალადობით მოიპარა არჩევნები და კიდევ ერთხელ მიიტაცა ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ეს ასეა, ამ ყველაფრისთვის ის უახლოეს პერიოდში პასუხს აგებს და ამ ბრძოლაში ჩვენ ვრჩებით, მაგრამ მე მინდა, მიხეილ სააკაშვილი ამ ყველაფრის მიუხედავად იყოს ცოცხალი.

მე გავიარე პირადადაც კოსულტაციები ექიმებთან, კომპეტენტურ ადამიანებთან და მათი მოსაზრება ჩემთვის არის ძალიან სანდო და შემაშფოთებელი – ნებისმიერ დროს, ნებისმიერ საათს შესაძლებელია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის მკვეთრად გაუარესება, სასიცოცხლო მაჩვენებლების საათობრივად უარესდება და თუ ხელისუფლება ელოდება, როდის ჩავარდება მიხეილ სააკაშვილი კოლაფსში და ამის შემდეგ მოახდენენ მის ტრანსპორტირებას თუნდაც სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში, შესაძლებელია, ამ ყველაფერმა აზრიც კი დაკარგოს.ამბოსბ ენმ-ს თავმჯდომარე,

SKIP

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...