მთავარისიახლეებიზუგდიდში, წუხელ სუსის შენობასთან დაკავებული აქტივისტი ელდარ კეზუა 2 ათას ლარიანი ჯარიმის...

ზუგდიდში, წუხელ სუსის შენობასთან დაკავებული აქტივისტი ელდარ კეზუა 2 ათას ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გათავისუფლდა

Published on

ზუგდიდში, წუხელ სუსის შენობასთან დაკავებული “ენმ”-ს მხარდამჭერი და აქტივისტი ელდარ კეზუა 2 ათას ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გათავისუფლდა. იგი ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული.

სასამართლო პროცესი დღეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დისტანციურად ჩატარდა.

შეგახსენებთ “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ზუგდიდში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან შპრიცები და თეთრი ფხვნილი მიიტანა.

ენმ-ის წარმომადგენელ ანა წითლიძის განცხადებით, ეს ყველაფერი სწორედ სუსი-ს სიმბოლოა, რითაც არჩევნებში ხმათა უმრავლესობის მოპოვება შეძლეს.

ინციდენტის დროს დააკავეს ენმ-ს წევრი ელდარ კეზუა.

ანა წითლიძე სუსის უფროსთან შეხვედრას ითხოვდა.

აქციებს ენმ-ს მხარდამჭერები მანამდე გამართავენ, სანამ მესამე პრეზიდენტი არ დატოვებს საპატიმროს.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....