თუ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში არ გადაყვანეს, პროტესტი უფრო მწვავე გახდება

0
254

ელენე ხოშტარიას განცხადებით, თუ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შესახებ მის მოთხოვნაზე გარკვეული დროის შემდეგ რეაგირება არ იქნება, პროტესტი უფრო მწვავე გახდება. დროას ლიდერი პარლამენტში უკვე მე-3 დღეა შიმშილობს.

“რაღაცა დროის შემდეგ, თუ არ იქნება რეაგირება, მე ვფიქრობ, ასევე ამ პროტესტის გამწვავებაზე. მერე გეტყვით, ჯერ ვერ გეტყვით, მაგრამ არის ფორმები, რომლებზეც ნაფიქრი მაქვს და კიდევ უფრო გამწვავდება. როდესაც გადავწყვეტ, მაშინ გეტყვით. ეს არ არის თამაში, ეს არ არის ხუმრობა, ეს არ არის რაღაცა პოზიორობა პოლიტიკური, ეს ეხება პრეზიდენტის სიცოცხლეს”, — უთხრა მან ჟურნალისტებს.

ელენე ხოშტარიამ ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. კახა კუჭავა ამ დროისთვის ქართული ოცნების ერთადერთი წარმომადგენელია, რომელიც ხოშტარიასთან მივიდა, დროას ლიდერის შიმშილობას პარტიის კიდევ რამდენიმე წარმომადგენელი გამოეხმაურა, მათ შორის, ირონიულად.

წინა სტატია პაატა ბურჭულაძე: მე არ მინდა ვიყო მესამე პრეზიდენტის მკვლელობის თანამონაწილე და მზად ვარ მას ციხეში ჩავენაცვლო
შემდეგი სტატია   ხვალ 17:00 საათზე რუსთავის ციხესთან იწყება დიდი და პერმანენტული აქცია პრეზიდენტ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური