მთავარისიახლეებიპოლიტიკასააკაშვილი დაამტკიცებს, რომ პრინციპული ადამიანია, ჩვენ კი არშემდგარი ტიპები ვართ - თემურ...

სააკაშვილი დაამტკიცებს, რომ პრინციპული ადამიანია, ჩვენ კი არშემდგარი ტიპები ვართ – თემურ ჭყონია

Published on

კოკა-კოლა ბოთლერზ ჯორჯიის დამფუძნებელი თემურ ჭყონია ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ არ გადაჰყავთ მიხეილ სააკაშვილი მულტიფუნქციურ სამოქალაქო კლინიკაში. 

მისივე თქმით, სააკაშვილი დაამტკიცებს, რომ თვითონ პრინციპული ადამიანია, ჩვენ კი – სუსტები. 

“ერთი რამე ვერ გავიგე სხვა უამრავ გაუგებრობასთან ერთად. რა პრობლემას ხედავენ, რომ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სიკვდილს ებრძვის და ჩვენ ამის თანამონაწილეები ვართ მთელი საქართველო, გადავიდეს ნორმალურ კლინიკაში სიცოცხლის გადასარჩენად. აქ ხომ არის საუბარი გათავისუფლებაზე, არამედ ჩვეულებრივი ჰუმანური ფორმაა, ადამიანი გადაიყვანონ საავადმყოფოში სამკურნალოდ.

ერთი რამის მჯერა, რაღაცას რომ ვუყურებ, დასკვნა არის ასეთი, რომ მიხეილ სააკაშვილმა პრინციპულად გადადო თავი და ამით უნდა დაამტკიცოს, რომ არის პრინციპული ადამიანი. ის კი დაამტკიცებს ამას, მაგრამ ჩვენც დაგვიმტკიცებს, რომ არშემდგარი ტიპები ვართ. მიხეილ სააკაშვილი თავის თავს დაუმტკიცებს და ჩვენც დაგვიმტკიცებს, რა სუსტები ვართ”, – განაცხადა თემურ ჭყონიამ. 

შეგახსენებთ, უკვე 36 დღეა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხის სამარტოო საკანში შიმშილობს. 

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...