პაატა ბურჭულაძე: მე არ მინდა ვიყო მესამე პრეზიდენტის მკვლელობის თანამონაწილე და მზად ვარ მას ციხეში ჩავენაცვლო

0
289

პაატა ბურჭულაძე აცხადებს, რომ მზადაა, ციხეში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს “ჩაენაცვლოს”. ამის შესახებ ის  ის Facebook-ზე წერს,სადაც მთავრობას აკრიტიკებს.

“მე არ მინდა ვიყო მესამე პრეზიდენტის მკვლელობის თანამონაწილე. ქართულო ოცნებავ, ყველაფერში არღვევთ კანონებს: ითვისებთ წაგებულ არჩევნებს, იჭერთ უდანაშაულო ადამიანებს და თქვენივე კუთვნილი სასამართლოთი თქვენებურად ასამართლებთ. გთხოვთ, კიდევ ერთხელ დაარღვიოთ კანონი და მომცეთ საშუალება ჩავანაცვლო მესამე პრეზიდენტი ციხეში”, — წერს ბურჭულაძე.

გარდა ამისა, ის მმართველ პარტიას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილს მულტიფუნქციურ საავადმყოფოში მკურნალობის ნება მისცენ და წერს, რომ თუ მთავრობა მის თხოვნას გაითვალისწინებს, დღესვე ჩამოვა საქართველოში.

ბურჭულაძის განცხადებით, მთავრობა მისი თხოვნის დაკმაყოფილებით ქვეყნისთვის ორ დიდ საქმეს გააკეთებს:

“საქართველოს არ შეიყვანთ ველური ქვეყნების სიაში და ბიძინა ივანიშვილს ძალიან ასიამოვნებთ. მას ერთდროულად ორი პატიმარი ეყოლება, რომლებსაც ვერ იტანს”.

პაატა ბურჭულაძე პირველი არ არის, ვინც მიხეილ სააკაშვილის “ჩანაცვლების” სურვილი გამოთქვა. პირველ ნოემბერს მსგავსი  განცხადება გააკეთა თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამაც.

წინა სტატიაგიული ალასანია კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ეპიფანეს შეხვდა
შემდეგი სტატიათუ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში არ გადაყვანეს, პროტესტი უფრო მწვავე გახდება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური