მთავარისიახლეებიპოლიტიკა   ხვალ 17:00 საათზე რუსთავის ციხესთან იწყება დიდი და პერმანენტული...

   ხვალ 17:00 საათზე რუსთავის ციხესთან იწყება დიდი და პერმანენტული აქცია პრეზიდენტ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით

Published on

ოპოზიცია უწყვეტი აქციებისთვის ემზადება – პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ ხვალ, 5 საათზე რუსთავის ციხესთან იწყება  აქცია, რომელიც არ დაიშლება ვიდრე საქართველოს მოშიმშილე მესამე პრეზიდენტს სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში არ გადაიყვანენ.

როგორც პარტიის ლიდერი ამბობს, აქციები იქნება პერმანენტული და თანდათან მასში მთელი საქართველო ჩაერთვება.

“ხვალ ჩვენ რუსთავის ციხესთან ძალიან ბევრნი უნდა შევიკრიბოთ და ეს აქცია იქნება პერმანენტული და მზარდი. ხვალიდან ვიწყებთ დარჩენით. დროდადრო ჩვენ შემოგვიერთდება ყველა პატრიოტი თანამოქალაქე და  ყველა რეგიონიდან, ქალაქიდან და სოფლიდან და იქ ვიქნებით მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში.

როგორც მელიამ აღნიშნა, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია და მნიშვნელოვანია მოქმედება.

„არ არსებობს არცერთი ღირსეული ადამიანი, რომელიც სოლიდარობას არ უცხადებს მოშიმშილე პრეზიდენტს. ერთადერთი, ვინც სავსეა სიძულვილით და ზიზღით, ვინც ბოღმას და გესლს ანთხევს, ეს არის ხელისუფლება. ეს არის არაკაცების ხელისუფლება, როდესაც ისინი 35 დღის განმავლობაში მოშიმშილე პრეზიდენტს დასცინიან.

არაკაცოობაა, როდესაც შენ შეგიძლია შეჯიბრი გამართო ხელისუფლებაში, ვინ უფრო მწვავედ და შეურაცხყოფილად გააკრიტიკებს და დასცინის ქვეყნის მესამე პრეზიდენტ.ს თითოეული მათგანი არის არაკაცი, სხვა შეფასება ამ ყველაფერს ვერ მიეცემა.

,,ბიძინა ივანიშვილისგან დაწყებული – ღარიბაშვილი, კობახიძე, კალაძე და სხვები, არიან ჩვეულებრივი მკვლელები, რომლებიც ხელებს იფშვნეტენ, როდის მოკვდება და მოკლავენ ამ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს და როდის გადაისვრიან მთელს ქვეყანას, თავისი მოსახლეობით, დესტაბილიზაციის მორევში, – .

ჩვენ ელემენტარულს ვითხოვთ ხელისუფლებისგან, ადამიანობას ვითხოვთ ხელისუფლებისგან და არ ვითხოვთ მისგან პოლიტიკურ ჟესტებს. ჩვენ, რომ ვიცოდეთ ამ ხელისუფლებას აქვს პატიოსნება, ქვეყნის სიყვარული გააჩნიათ და ღირსება, ბუნებრივია, პასუხისმგებლიანი ნაბიჯის გადადგმას მოვთხოვდით, უბრალოდ, იმ ელემენტარულსაც ვერ ახერხებენ, რომ არაკაცები არ იყვნენ

მიხეილ სააკაშვილის სასიცოცხლო მაჩვენებლები დღითიდღე უარესდება და ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, რომ ეს ისტორიული უსამარათლობა აღვკვეთოთ, რათა არ დავუშვათ ის, რაც ჩვენ ისტორიის წინაშე დამნაშავეებად წარმოვგვაჩენს“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ბრიფინგზე

 

 

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...