მთავარისიახლეებიპოლიტიკაკათოლიკეთა სახელით მივმართავ ყველა ხელისუფალს დაუყოვნებლივ იმოქმედონ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის დასაცავადაც

კათოლიკეთა სახელით მივმართავ ყველა ხელისუფალს დაუყოვნებლივ იმოქმედონ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის დასაცავადაც

Published on

ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრატორი, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო ხელისუფლებას მიმართავს:

მივმართავ ყველა ხელისუფალს, რომლებიც სხვადასხვა სახით არიან კომპეტენტურები, დაუყოვნებლივ იმოქმედონ, რათა მისი სიცოცხლე დაცული იყოს და ყოველგვარი საფრთხისაგან არიდებული, შიმშილობის პროტესტისგან გამოწვეული საფრთხისაგანაც”, –ნათქამია განცხადებაში, რომელსაც იგი  საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით ავრცელებს.

,,როგორც მასმედია გვაუწყებს, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია, მისი მდგომარეობა დღითიდღე უარესდება და შესაძლოა შეუქცევადი სახე მიიღოს. ვერავინ, საქართველოს ვერც ერთი მკვიდრი, მიუხედავად პოლიტიკური, რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილებისა, ვერ დარჩება გულარხეინ მაყურებლად.

კათოლიკე ეკლესიის სახელით მსურს განვაცხადო, რომ თითოეული ადამიანის სიცოცხლეს ფასდაუდებელი ღირსება გააჩნია, თითოეული სიცოცხლე ძვირფასია ღვთისათვის და ამიტომაც თითოეული სიცოცხლე უნდა დავიცვათ, მოვუფრთხილდეთ და ხელი შევუწყოთ მას. ვერავინ, ვერავინ, ვერავინ იფიქრებს, უგრძნობელი და უმოქმედო დარჩეს საფრთხის ქვეშ მდგარი სიცოცხლის წინაშე, სიცოცხლისა, რომელიც ხვალ შესაძლოა აღარ იყოს; მაშინაც კი, როცა ადამიანი, შესაძლოა, საკუთარი სიცოცხლის მოსწრაფებას ცდილობდეს, ვერ დავრჩებით მაყურებლებად, ჩარევის გარეშე.

თითოეული სიცოცხლის წინაშე კათოლიკე ეკლესია არამხოლოდ წინააღმდეგია სიკვდილით დასჯისა, არამედ იმისაც, რომ დაშვებულ იქნას, რომ მავანი აღმოჩნდეს ან ჩააგდონ ადამიანისათვის უღირს მდგომარეობაში. თითოეული ადამიანისათვის მოკვდა იესო, სწორედ იმის სათქმელად, თუ რა ფასი ადევს და რაოდენ ძვირფასია თითოეული ადამიანი.

თითოეული ვაგებთ პასუხს ღვთის წინაშე ჩვენს ქმედებათა გამოც და უმოქმედობისთვისაც, ამ პასუხისმგებლობას ვერავინ აარიდებს თავს. აქ ჩემი განზრახვა როდია მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივი მხარე გავარჩიო, არამედ კათოლიკეთა სახელითაც მივმართო ყველა ხელისუფალს, რომლებიც სხვადასხვა სახით არიან კომპეტენტურები, დაუყოვნებლივ იმოქმედონ, რათა მისი სიცოცხლე დაცულ იყოს და ყოველგვარი საფრთხისაგან არიდებული, შიმშილობის პროტესტისგან გამოწვეული საფრთხისაგანაც.

ეს ასე უნდა იყოს ყოველი ადამიანის შემთხვევაში, ყოველგვარი პოლიტიკური, რელიგიური თუ ეროვნული შეფერილობის მიუხედავად. თუმცა ამ შემთხვევაში, თითოეულის კერძო შეფასების მიუხედავად, ვერავინ დაივიწყებს იმ როლს, რომელიც მესამე პრეზიდენტმა შეასრულა ჩვენი ქვეყნის სამსახურში. ჩვენი დღევანდელობა ხომ მის მიერ შესრულებული ისტორიული როლის შედეგიცაა/” – წერია განცხადებაში. 

სიახლეები

ძმები ფეიქრიშვილების დედა ივანიშვილს მიმართავს

დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და...

მათი დღეები დათვლილია! – ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნებისთვის“ სუბიექტურად უფრო მომგებიანი იქნებიდა არსებული პოლიტიკური სპექტრისა...

დავით ფეიქრიშვილს სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული – ადვოკატი

ტყუპების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების ადვოკატი პაატა გოგიაშვილი „პირველებთან“ საუბარში აცხადებს, რომ დავით ფეიქრიშვილი...

პარტიების აკრძალვის სარჩელი კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტს ეწინააღმდეგება – TI

კონსტიტუციური სარჩელი, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოში დასრულდება პოლიტიკური პლურალიზმი და საარჩევნო დემოკრატია, ვერ აკმაყოფილებს...