“გვაჩვენეთ, რას ჭამს სააკაშვილი?”, ამაზე გამახსენდა…” – მანანა მანჯგალაძე

0
411

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ყოფილი პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის თემასა და ხელისუფლების მხრიდან ამ პროტესტისადმი დამოკიდებულებას, ასევე საზოგადოების მცირე ნაწილის ირონიულ კომენტარებს ეხმიანება:

“გვაჩვენეთ რას ჭამს სააკაშვილი,”- ამაზე გამახსენდა. 2013 – ში როცა ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე მიშამ თქვა : ექსკურსიებზე კი დადიოდა ხალხი, ვისაც აინტერესებდა, ნახვა უნდოდა, ბავშვები მოჰყავდა სკოლებიდან მოდუოდნენ,რეგიონებიდან, ტურისტებს აინტერესებდათ, მაგრამ მაინც ბევრს წარმოდგენა ჰქონდა . და გავხსნათ ერთი დღით კარი, ვისაც უნდა მოვიდეს და ნახოს აქ განსაკუთრებული რომ არაფერიო.სინამდვილეში ერთის ნაცვლად სამი დღე გაგრძელდა ეს ამბავი ,ისე ისეთი ინტერესი მოყვა.

ხოდა ორი რამ იყო რაც მაშინ ხალხს ყველაზე მეტად ხიბლავდა პრეზიდენტის სკამზე დამჯდარიყო და ისე გადაეღოთ სურათი და მეორე- საძინებელი გვანახეთ, საწოლი სადაც მიშას ძინავსო. არადა კაბინეტი- ბიბლიოთეკა იყო ძალიან საინტერესო, თან ისტორიული . გუმბათი საოცარი ხედით, მუზეუმი განსაკუთრებული და უჩვეულო საჩუქრებით …
მაგრამ არა: საწოლი და სკამი იყო და არის მთავარი… ახლა “რას ჭამს?” დაემატა”, – წერს მანანა მანჯგალაძე.

წინა სტატია   ხვალ 17:00 საათზე რუსთავის ციხესთან იწყება დიდი და პერმანენტული აქცია პრეზიდენტ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით
შემდეგი სტატიახობში პოლიციელმა პოლიციელი მოკლა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური