მთავარისიახლეებიპოლიტიკაგამაგრდით და დაუშვით იარაღი საკუთარი საფეთქელიდან - ექიმ ზურაბ გურულის მიმართვა მესამე...

გამაგრდით და დაუშვით იარაღი საკუთარი საფეთქელიდან – ექიმ ზურაბ გურულის მიმართვა მესამე პრეზიდენტს

Published on

ცნობილი ექიმი ზურაბ გურული, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს და საქმიანობს, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობას ეხმიანება და წერს, რომ მან უნდა დაუშვას იარაღი საკუთარი საფეთქელიდან, რადგან, პირობითად, ის ტყვია სხვა მიმართულებითაა გასასროლი.

“ბატონო პრეზიდენტო,
სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევდექით სახელმწიფოდ და საზოგადოებად. ჯერ კიდევ ვერ ვისწავლეთ ფატალური შეცდომებიდან საჭირო დასკვნების გამოტანა. ისევ გავამასხრეთ დემოკრატიის ბაზისური პრინციპები. ისევ შევილახეთ ეროვნული თავმოყვარეობა მთელი მსოფლიოს წინაშე. ვაჩვენეთ, რომ ადამიანური დიდსულოვნებისაგანაც დავცლილვართ და დიპლომატიისა და პოლიტიკის ელემენტარულ საწყისებსაც ვერ ვაკმაყოფილებთ.

თქვენ გევალებათ ბოლომდე იბრძოლოთ ქართული სახელმწიფოს პრესტიჟის დასაბრუნებლად; ვალდებული ხართ როგორც მთავარსარდალი. ჯერ არ დამდგარა იარაღის დაყრის და საფეთქელში ტყვიის დახლის დრო. თუ და როცა დადგება, გარწმუნებთ, მარტო არ იქნებით. საკმარისად დარჩნენ თავმოყვარე ქართველები ჯერ კიდევ.

გევალებათ, რადგან თქვენი წვლილიც არის ჩვენს გამარჯვებებში და დამარცხებებშიც და ვერ მოგცემთ უფლებას, ბრძოლის ველი მანამ დატოვოთ, სანამ ყველა ტყვია არ გასროლილა და სანამ თქვენი ოფიცრები ჯერ კიდევ ფეხზე დგანან.

გამაგრდით და დაუშვით იარაღი საკუთარი საფეთქელიდან. ეგ ტყვია ჯერ სხვა მიმართულებით არის გასაშვები.
არის მომენტები, როცა პათეტიკა შემზარავად ყალბია, მაგრამ არის მომენტებიც, როცა მოვალეობა ხდება მისი გამოყენება.
ჩვენ ცოცხალი მთავარსარდალი გვჭირდება. წინ კიდევ ბევრი გადამწყვეტი ბრძოლაა.

სალუტ, ბატონო პრეზიდენტო!

ქართული ჯარის თადარიგის ერთი რიგითი ოფიცერი, ზურაბ გურული”.

შეგახსენებთ, უკვე 35-ე დღეა, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. ის 1 ოქტომბერს დააკავეს.

სიახლეები

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...

უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...