“არ ვიცი, რა უნდა ვუპასუხო იუსტიციის მინისტრს. არ მინახია მე ფაფა, ჰკითხეთ ბადრაგს, ექიმებს, ექთნებს, ბევრი ხალხია. ყველგან კამერებია”,

0
372

იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს, რომელმაც თქვა, რომ სააკაშვილი იღებს ფაფებსა და ნატურალურ წვენებს.ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის  ეხმაურება.

“არ ვიცი, რა უნდა ვუპასუხო იუსტიციის მინისტრს. არ მინახია მე ფაფა, ჰკითხეთ ბადრაგს, ექიმებს, ექთნებს, ბევრი ხალხია. ყველგან კამერებია”, — ამბობს ის.

მისივე თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა საკმაოდ რთულია და ციხეში მკურნალობის გაგრძელება, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

“პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ რთულია. ახლა იყო კიდევ ერთი კონსილიუმი დანიშნული, იყო ნევროპათოლოგი და ფიზიკური მედიცინის სპეციალისტი. ჩავატარეთ კონსილიუმი, გავსინჯეთ, აღმოჩნდა, რომ კიდევ საჭიროა სამი დამატებითი კონსულტანტის გამოძახება”, — აცხადებს ის.

ამასთან, ყიფშიძის განცხადებით, სააკაშვილს, შესაძლოა, ჰქონდეს ანთება თვალის გარშემო, რაც მის მდგომარეობას კიდევ უფრო გაართულებს.

იმის მიუხედავად, რომ სააკაშვილის მკურნალი ექიმი მის დამძიმებულ მდგომარეობაზე საუბრობს, დღეს იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ ექსპრეზიდენტი სტაბილურადაა და მეტიც, ფაფებსა და ნატურალურ წვენებს იღებს. ამის პარალელურად, ექსპრეზიდენტის ადვოკატის, ნიკა გვარამიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმდება და მოსალოდნელია კოლაფსი. მისივე თქმით, ექსპრეზიდენტის ფსიქიკას და აზროვნებას უკვე ეტყობა სერიოზული კვალი.

წინა სტატია“სააკაშვილი არაფერს არ ჭამს და შენ დიდი კოვზებით ჭამ მძღ***ს” – ნიკა გვარამია იუსტიციის მინისტრს
შემდეგი სტატია,,თბილისში გასამართი აქციიის მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გართულების გამო, გეგმები “დროებით შეიცვალა” – ნიკა მელია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური